საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.12.2012
საქმის ნომერი
2კ-384აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.12.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №384აპ-12 ქ. თბილისი

ყ-ი ნ., 384აპ-12 25 დეკემბერი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ნ. ყ-სა და ლ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის განაჩენით:

ნ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. ვ-სა და ფ. რ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. ვ-სა და ს. ზ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. ვ-ს და ზ. ბ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. ბ-სა და გ. კ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. კ-სა და გ. ქ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. ა-სა და მ. მ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ც-სა და ვ. კ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დ. ხ-სა და ჟ. ჟ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. ჟ-სა და ვ. ქ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. ს-სა და თ. ჯ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ზ. პ-სა და ლ. ი. ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. შ-სა და ვ. ხ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. მ-სა და ც. რ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ე. მ-სა და შ. ტ-ს) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. მ-სა და ზ. წ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (რ. მ-სა და ე. ლ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. მ-სა და თ. ჯ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. დ-სა და ზ. წ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ე. ჩ-სა და გ. მ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ჯ. ღ-სა და ი. ს-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ს. ე-სა და ნ. ს-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მთლიანად შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ყ-ს დაენიშნა 129 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 69000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათ წელს, აღნიშნულის საფუძველზე მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 30 წლამდე და საბოლოოდ ნ. ყ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 69000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 24 ოქტომბრიდან.

ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. ვ-სა და ფ. რ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. ვ-სა და ს. ზ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. ვ-ს და ზ. ბ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. ბ-სა და გ. კ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. კ-სა და გ. ქ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. ა-სა და მ. მ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ც-სა და ვ. კ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დ. ხ-სა და ჟ. ჟ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. ჟ-სა და ვ. ქ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. ს-სა და თ. ჯ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ზ. პ-სა და ლ. ი-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. შ-სა და ვ. ხ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. მ-სა და ც. რ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ე. მ-სა და შ. ტ-ს) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. მ-სა და ზ. წ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (რ. მ-სა და ე. ლ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. მ-სა და თ. ჯ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. დ-სა და ზ. წ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ე. ჩ-სა და გ. მ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ჯ. ღ-სა და ი. ს-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ს. ე-სა და ნ. ს-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მთლიანად შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ლ. მ-ს დაენიშნა 129 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 69000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათ წელს, აღნიშნულის საფუძველზე მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 30 წლამდე და საბოლოოდ ლ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 69000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის ოქტომბრიდან.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის განჩინებით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ ლ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 24 ოქტომბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განაჩენში შევიდა დაზუსტება და სარეზოლუციო ნაწილის ბოლოდან მე-6 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ლ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 24 ოქტომბრიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულების - ნ. ყ-სა და ლ. მ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების - ნ. ყ-სა და ლ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი