განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 15.02.2013
საქმის ნომერი
2კ-23-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

№231-13 15 თებერვალი, 2013 წელი

პ-ი ლ.- 231-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. შ-ას

მსჯავრდებულ _ ლ. პ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. პ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 მაისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სტაჟიორ-პროკურორ ლ. ც-სა და ბრალდებულ ლ. პ-ს შორის.

ლ. პ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 29 მარტიდან.

ლ. პ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 მაისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ლ. პ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. პ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სიsხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. პ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 7 წელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ლ. პ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2010 წლის 29 მარტიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. პ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა დანიშნული სასჯელის შეცვლა არასაპატიმრო სასჯელით – პირობითი მსჯავრით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა გაუნახევრდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.

იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი პირადი საქმის მასალების მიხედვით, ლ. პ-ი ადრე იმ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირია (მსჯავრდებულია საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 188–ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რომელსაც არ მოიცავს საქართველოს სსკ–ის 33–ე თავი, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნა. ასევე, საქალაქო სასამართლომ, იმის გამო, რომ ლ. პ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მოთხოვნები, მას ასევე კანონიერად არ აღუდგინა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები.

ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით ცვლილება უნდა შევიდეს არა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განაჩენში, არამედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენში, რომლის მიხედვითაც, შეიცვალა მსჯავრდებულ ლ. პ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია.

საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ეს კანონი არ ითვალისწინებს სასჯელის შეცვლას არასაპატიმრო ღონისძიებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 მაისის განაჩენისა, უნდა შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება და ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 მაისის განაჩენისა შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი