განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 27.02.2013
საქმის ნომერი
2კ-149-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1491-13 27 თებერვალი, 2013 წელი

ც-ი ბ, 1491-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ი. ა-ს

მსჯავრდებულ - ბ. ც-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ც-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. გ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. გაბოძის მიერ ბ. ც-ნ დადებული საპროცესო შეთანხმება.

ბ. ც-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, მას დანიშნული სასჯელიდან - 2 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 ოქტომბრიდან.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსის - ზ. კ-ის წარდგინება.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ც-ს დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. ც-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ც-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ბ. ც-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 17 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. ც-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მას უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი ¼-ით უნდა გაუნახევრდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი - მე-15 მუხლების მოქმედება.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მოსახდელად დანიშნულ სასჯელს - 2 წელსა და 3 თვეს უნდა გამოაკლდეს 6 თვე (რაც ბ. ც-ა რეალურად მოიხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლიდან) - 2 წელი და საბოლოოდ მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2012 წლის 17 ნოემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ც-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ბ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 6 თვით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2012 წლის 17 ნოემბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი