დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-1200(კ-20) 14 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ლ-ე; მესამე პირები (სასკ - 16.2) - ი. შ-ა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 22 აგვისტოს ჯ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 მაისის საოქმო გადაწყვეტილების (დღის წესრიგის მე-40 საკითხი) და 2017 წლის 12 ივნისის №284 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ...ის ქ. №11-ის მიმდებარედ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირად ჩაება ი. შ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 12 ივნისის №284 განკარგულება „მიწის ნაკვეთზე ჯ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“; მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ის ქ. №11-ის მიმდებარედ მდებარე 42,76 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ჯ. ლ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ი. შ-ამ. ამასთან, შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ჯ. ლ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; არ დაკმაყოფილდა ი. შ-ას სააპელაციო საჩივარი; არ დაკმაყოფილდა ჯ. ლ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის გარემოება, რომ შპს „ო...ის“ დამფუძნებელთა 2007 წლის 22 მარტის №3 კრების ოქმის თანახმად, შპს „ო...ის“ დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდნენ როგორც ჯ. ლ-ე, ასევე მ. შ-ა.
წილის დათმობის შესახებ 2007 წლის 22 მარტის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ო...ის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა მ. შ-ამ („წილის დამთმობი“) შპს „ო...ის’’ საწესდებო კაპიტალში თავისი კუთვნილი 5% წილი დაუთმო ი. შ-ას („წილის მიმღები’’).
საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ჯ. ლ-ე წარმოადგენდა შპს „მ...-ის“ 75%-ის მფლობელს.
შპს „ო...ის’’ ერთადერთი პარტნიორის შპს „მ...-ის“ 2009 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ო...ი’’ მიუერთდა შპს „მ...-ს“ შერწყმის გზით.
შპს „ო...ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 2009 წლის 24 მარტის კრების ოქმის თანახმად, დღის წესრიგს წარმოადგენდა შპს „ო...ის’’ კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილის გასხვისება. კრებამ დაადგინა, რომ შპს „ო...მა’’ უნდა გაასხვისოს - 1/20 ნაწილი (5%) გ. ო-ის, ხოლო - 1/20 ნაწილი (5%) ი. შ-ას სასარგებლოდ კუთვნილი უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/29), მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობანი - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11-ის მოპირდაპირედ, მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/32), მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/34), მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები.
შპს „ო...სა’’ და ი. შ-ას შორის 2009 წლის 26 მარტს გაფორმებდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა შპს „ო...ის’’ კუთვნილი უძრავი ქონების 1/20 ნაწილი (5%) მდებარე:
ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/29), არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი №029/029 - 7339.00 კვ.მეტრი (დაზუსტებული), შენობა-ნაგებობები №3, №4 და №7, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 97.96 კვ.მ. სხვა ფართი: №1, №2, №5 და №6;
ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11-ის მოპირდაპირედ, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი №029/030 - დაზუსტებული ფართობი: 1250.0 კვ.მეტრი და მშენებარე ნაგებობა №1 და №2;
ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/32), არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი №029/032, დაზუსტებული ფართობი: 358.00 კვ.მეტრი;
ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/34), არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი №029/034, დაზუსტებული ფართობი: 1527.00 კვ.მეტრი, შენობა- ნაგებობა: №1, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 2671.68კვ.მეტრი.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (2009 წლის 04 აგვისტოს მდგომარეობით) უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №029/045), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 377კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., 2009 წლის 17 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. შ-ას სახელზე.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (2009 წლის 30 ივნისის მდგომარეობით) უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/29), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 7539კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №29/19; №...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №3, №4 და №7, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 97.96 კვ.მეტრი, სხვა ფართი: №1, №2, №5 და №6, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., 2009 წლის 30 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. შ-ას (1/20 ნაწილი - 5%) და შპს „ო...ის“(19/20 ნაწილი - 95%) სახელზე.
შპს „ს...ის“ 2015 წლის 17 აგვისტოს №4/028 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №11-ის მიმდებარედ) მიწის საკადასტრო კოდი: №...) არსებული ...ის ტიპის ნაგებობა წარმოადგენდა კაპიტალურ შენობას და მისი ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა დაახლოებით 10-12 წელს. შენიშვნა: ხანდაზმულობის ვადის ზუსტი წლის დადგენა ექსპერტისათვის შეუძლებელია.
საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 24 აგვისტოს ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, მოქალაქეები - ა. ჭ-ე, გ. ჭ-ე და ზ. ა-ი ადასტურებნენენ იმ ფაქტს, რომ ჯ. ლ-ე 2004 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობდა (და რომელიც მისი აშენებულია) მიწის ნაკვეთს (ფართით: 42.76კვ.მეტრი) და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას (...ის შენობით), რომელიც მდებარობდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №11-ის (მიწის ნაკვეთი №...) მიმდებარედ და აცხადებდნენ თანხმობას კანონმდებლობის შესაბამისად, ჯ. ლ-ეს მოეხდინა აღნიშნული ქონების ლეგალიზება/დაკანონება და საკუთარ სახელზე გაფორმება/რეგისტრაცია.
ჯ. ლ-ემ 2015 წლის 26 აგვისტოს №14/15591 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №11-ის მიმდებარედ 42.76 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე (მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად) საკუთრების უფლების აღიარება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2015 წლის 19 ოქტომბერს №14/18893 განცხადებით ასევე მიმართა ი. შ-ამ და მოითხოვა ჯ. ლ-ის 2015 წლის 26 აგვისტოს №14/15591 განცხადებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 9 ივნისის №507 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მე-2 საკითხი) საკითხის განხილვა გადაიდო მისი უკეთ შესწავლის მიზნით და დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება უნდა მომხდარიყო კომისიის მომსახურების აპარატის მიერ.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 02 მაისის №507 ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ობიექტი იმყოფებოდა ი. შ-ას ფლობა-სარგებლობაში.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 04 მაისის №597 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მე-40 საკითხი), ჯ. ლ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა უშუალოდ განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 12 ივნისის №284 განკარგულებით, ჯ. ლ-ეს უარი ეთქვა ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
ნოტარიულად დამოწმებული 2017 წლის 15 ნოემბრის განცხადების თანახმად, მოქალაქე - გ. ო-ი ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ დაახლოებით 2004 წლიდან აღნიშნულ ნაკვეთს და მის მიმდებარედ არსებულ ...ოს შ-ების ოჯახი ფლობდა დანარჩენ ყოფილ მეწილეებთან ერთად, ხოლო 2009 წლიდან ინდივიდუალურად გამოეყოთ მათ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და ...ოც გადაეცათ უშუალო მფლობელობაში მხოლოდ და მხოლოდ შ-ების ოჯახს, ვინაიდან მოხდა მეწილეთა შორის შეთანხმება და საწარმოდან კუთვნილი წილების გამოყოფა ნატურით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის სხდომაზე ი. შ-ას მიერ წარმოდგენილ მტკიცებულების სახით დართულ გ. ჭ-ის, ზ. ა-ის და ა. ჭ-ის 2018 წლის 14 ივნისს სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადების შინაარსზე. სადაც ზემოაღნიშნული პირები მიუთითებდნენ, რომ 2015 წლის 24 აგვისტოს მათ ჯ. ლ-ის (პ/ნ ...) თხოვნით ხელი მოაწერეს ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, რა დროსაც ჯ. ლ-ის მიერ შეცდომაში იყვნენ შეყვანილები, შეცდომით მოაწერეს ხელი განცხადებას, რომელის თანახმად თითქოს, ...ე ფართი 42.74 კვ.მ აშენებული იყო ჯ. ლ-ის მიერ და მისი სახსრებით. სინამდვილეში აღნიშნული შენობა აშენებული იყო შპს „ო...ის" მიერ, ხოლო შენობის ძირითადი ფასეულობა მეტალოპლასტმასის კონსტრუქციები იყო შპს „ო...ის" მეწილეების ა. ჭ-ის, გ. ჭ-ის და ზ. ა-ის მიერ ნაჩუქარი. აღნიშნული შენობის აშენების დროს შპს „ო...ის" მეწილეები, სხვებთან ერთად იყვნენ ჯ. ლ-ე და მ. შ-ა. მათთვის ასევე ცნობილია, რომ ვინაიდან მოხდა მეწილეების გასვლა საზოგადოებიდან ი. შ-ას, როგორც მ. შ-ას უფლებამონაცვლეს ერგო აღნიშნული ...ე და მიმდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც მანამდე შ-ები ისედაც ფლობდნენ წლების მანძილზე. ისინი წინააღმდეგი არ არიან ი. შ-ამ მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია და პირად საკუთრებაში რეგისტრაცია.
სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა. ჭ-ემ განმარტა, რომ 2018 წლის 14 ივნისის განცხადებაში მის მიერ მითითებული „შეცდომაში შეიყვანეს" რამდენად სწორია ვერ იტყვის (უფრო არასწორი ფორმულირებაა), რადგან 2015 წლის 24 აგვისტოს პირველ განცხადებაში მან არასრულყოფილად მიუთითა და გამორჩა იმის აღნიშვნა, რომ ჯ. ლ-ე, როგორც კომპანიის ერთ-ერთ მოწილე ფლობდა ამ შენობას.
ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ. ა-მა განმარტა, რომ მან 2015 წელს თანხმობა განაცხადა არა მხოლოდ ჯ. ლ-ის სახელზე, არამედ ფირმის სახელზე რომ მომხდარიყო ლეგალიზება. მან იქვე მიუთითა, რომ 2015 წლის განცხადების შედგენისას მასზე ზემოქმედება არავის მოუხდენია, იგი თვითონ მოტყუვდა და დაუშვა შეცდომა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მერიის შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (2017 წლის 12 ივნისის №284 განკარგულება) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვიითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, მათ შორის საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ 2015 წლის 24 აგვისტოს ნოტარიულად დამოწმებულ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლის თანახმად მოქალაქეები - ა. ჭ-ე, გ. ჭ-ე, ზ. ა-ი ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ჯ. ლ-ე 2004 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს (და რომელიც მისი აშენებულია) მიწის ნაკვეთს(ფართით: 42.76კვ.მეტრი) და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას (...ის შენობით), რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №11-ის (მიწის ნაკვეთი №...) მიმდებარედ და აცხადებდნენ თანხმობას კანონმდებლობის შესაბამისად, ჯ. ლ-ეს მოეხდინა აღნიშნული ქონების ლეგალიზება/დაკანონება და საკუთარ სახელზე გაფორმება/რეგისტრაცია; აღნიშნული ინფორმაცია ასევე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა პირებმაც - გ. მ-ემ, ე. ზ-მა, ქ. მ-მა, რომლებიც მუშაობდნენ ჯ. ლ-ესთან და რომლებმაც განმარტეს, რომ ჯ. ლ-ემ ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო ...ის აშენება საკუთარი ხარჯებით, რაც რამოდენიმე თვეში დასრულდა და აღნიშნული შენობით სარგებლობდა წლების განმავლობაში (2009 წლამდე). ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №11-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ...ები იყო შპს „ო...ის“ საკუთრებაში 1997 წლიდან, რომლის დამფუძნებლები იყვნენ ჯ. ლ-ე (12%) და მ. შ-ა (5%). ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ 2003-2004 წლებში ააშენა 42,76 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობა (...ე), ხოლო ი. შ-ა შპს „ო...ის“ პარტნიორი გახდა 2007 წლის 22 მარტს მ. შ-ასთან დადებული წილის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი შპს „ო...ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმები, ზემოაღნიშნული წილის დათმობის ხელშეკრულება, უძრავი ქონების ნასყიდობის 2009 წლის 26 მარტის ხელშეკრულება. ადმინისტრაციულ ორგანოს გამოუკვლევია და არ შეუფასებია ის გარემოება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთით 2009 წლამდე სარგებლობდა და ფლობდა ჯ. ლ-ე, ხოლო ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთით (მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა) ვერ სარგებლობს ჯ. ლ-ე, ხომ არ არის გამოწვეული მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, რასაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არსებითი მნიშვნელობის არის, ვინაიდან გასაჩივრებული აქტით ჯ. ლ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე ერთი საფუძვლით - არ დასტურდებოდა უშუალოდ განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სადავო აქტის დაუსაბუთებლობის თაობაზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ უარის თქმის ფორმალურ საფუძველზე მითითებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებებს და აღნიშნავს, რომ ი. შ-ა წარმოადგენს ჯ. ლ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს. სწორედ ი. შ-ას კუთვნილ უძრავ ქონებაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას ემიჯნება და უშუალოდ მიდგმულია მასზე ის ობიექტი, რომელიც ჯ. ლ-ის განმარტებით, აშენებულია მის მიერ და არის მის ფლობა-სარგებლობაში. არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალისა და ორთოფოტოების თანახმად, ხსენებული ობიექტი აღიქმება ი. შ-ას კუთვნილი შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილად და მასთან ერთობლიობაში. ხსენებული ფაქტობრივი გარემოება სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივ გარემოებათა შორისაც კი არ ყოფილა მოხსენიებული, არათუ შეფასებული. არსებული სიტუაციის უკეთ შესწავლის მიზნით 2017 წლის 2 მაისს შედგა ადგილზე დათვალიერება (იხ. 02.05.2017წ. №507 ადგილზე დათვარიელების ოქმი), რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ობიექტი იმყოფებოდა ი. შ-ას ფლობა-სარგებლობაში.
კასატორის მითითებით, თავად სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ. ლ-ე ფართით სარგებლობდა მხოლოდ 2009 წლამდე. უდავო ფაქტობრივ გარემოებათა შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.10 პუნქტში (გვ. 8) მითითებულია 2017 წლის 15 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, გ. ო-ი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „დაახლოებით 2004 წლიდან აღნიშნულ ნაკვეთს და მის მიმდებარედ არსებულ ...ოს შ-ების ოჯახი ფლობს დანარჩენ ყოფილ მეწილეებთან ერთად, ხოლო 2009 წლიდან ინდივიდუალურად გამოეყოთ მათ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და ...ოც გადაეცათ უშუალო მფლობელობაში მხოლოდ და მხოლოდ შ-ების ოჯახს, ვინაიდან მოხდა მეწილეთა შორის შეთანხმება და საწარმოდან კუთვნილი წილების გამოყოფა ნატურით".
კასატორი მიუთითებს სასამართლოს სხდომაზე მოწმედ მოწვეული პირების - გ. მ-ის, ე. ზ-ისა და ქ. მ-ის განმარტებებზე, რომლებიც მუშაობდნენ ჯ. ლ-ესთან და რომელთა თანახმადაც, ჯ. ლ-ემ ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო ...ის აშენება, რაც რამდენიმე თვეში დასრულდა და აღნიშნული შენობით სარგებლობდა 2009 წლამდე. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, თავად სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადასტურებული, რომ საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დროისთვის მოსარჩელე ჯ. ლ-ე არ ფლობდა და არ სარგებლობდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთით, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს და დაუსაბუთებელს ხდის სადავო გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგს.
კასატორი აღნიშნავს, რომ ჯ. ლ-ის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებით ვერ დგინდება უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, უფრო მეტიც, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ დადგინდა, რომ დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა იყო ჯ. ლ-ის სარგებლობაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებული იქნა მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მოწმეთა ჩვენებას ამყარებდა საჯარო რეესტრის მონაცემები და მომიჯნავედ ი. შ-ას კუთვნილი უძრავი ქონების არსებობის ფაქტორი. აღნიშნულის საპირისპიროდ, ჯ. ლ-ის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ მოწმეთა ჩვენება, რომელთაგან არც-ერთი არ წარმოადგენს მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს. დადაუდგენელია რა კავშირი აქვთ მათ განსახილველ სამართალურთიერთობასთან. ამ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენება არ ყოფილა გამყარებული სხვა დამატებითი მტკიცებულებებით. ის, რომ განცხადების განხილვის დროისთვის ჯ. ლ-ე არ ფლობდა და სარგებლობდა უფლებაასაღიარებელი ფართით, დადასტურებულია თავად მისი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს სხდომაზე გამოკითხულ მოწმეთა (გ. მ-ე, ე. ზ-ი, ქ. მ-ი) ჩვენებებით, რომლებიც ადასტურებდნენ ჯ. ლ-ის მხრიდან ფლობა სარგებლობის ფაქტს დროის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთში 2009 წლამდე. ვინაიდან არ დასტურდებოდა ჯ. ლ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მიიჩნევს, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო სადავო განკარგულებისგან განსხვავებული შინაარსის მქონე გადაწყვეტილება.
ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ჯ. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №11-ის მიმდებარედ 42.76 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე (მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად) ჯ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ. ლ-ემ 2015 წლის 26 აგვისტოს №14/15591 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №11-ის მიმდებარედ 42.76 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე (მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად) საკუთრების უფლების აღიარება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2015 წლის 19 ოქტომბერს №14/18893 განცხადებით ასევე მიმართა ი. შ-ამ და მოითხოვა ჯ. ლ-ის 2015 წლის 26 აგვისტოს №14/15591 განცხადებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 9 ივნისის №507 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მე-2 საკითხი) საკითხის განხილვა გადაიდო მისი უკეთ შესწავლის მიზნით და დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება უნდა მომხდარიყო კომისიის მომსახურების აპარატის მიერ.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 02 მაისის №507 ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ობიექტი იმყოფებოდა ი. შ-ას ფლობა-სარგებლობაში.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 04 მაისის №597 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მე-40 საკითხი), ჯ. ლ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა უშუალოდ განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 12 ივნისის №284 განკარგულებით, ჯ. ლ-ეს უარი ეთქვა ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ო...ის“ დამფუძნებელთა 2007 წლის 22 მარტის №3 კრების ოქმის თანახმად, შპს „ო...ის“ დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდნენ როგორც ჯ. ლ-ე, ასევე მ. შ-ა.
წილის დათმობის შესახებ 2007 წლის 22 მარტის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ო...ის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა მ. შ-ამ („წილის დამთმობი“) შპს „ო...ის’’ საწესდებო კაპიტალში თავისი კუთვნილი 5% წილი დაუთმო ი. შ-ას („წილის მიმღები’’).
საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ჯ. ლ-ე წარმოადგენდა შპს „მ...-ის“ 75%-ის მფლობელს.
შპს „ო...ის’’ ერთადერთი პარტნიორის შპს „მ...-ის“ 2009 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ო...ი’’ მიუერთდა შპს „მ...-ს“ შერწყმის გზით.
შპს „ო...ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 2009 წლის 24 მარტის კრების ოქმის თანახმად, დღის წესრიგს წარმოადგენდა შპს „ო...ის’’ კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილის გასხვისება. კრებამ დაადგინა, რომ შპს „ო...მა’’ უნდა გაასხვისოს - 1/20 ნაწილი (5%) გ. ო-ის, ხოლო - 1/20 ნაწილი (5%) ი. შ-ას სასარგებლოდ კუთვნილი უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/29), მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობანი - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11-ის მოპირდაპირედ, მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/32), მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/34), მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები.
შპს „ო...სა’’ და ი. შ-ას შორის 2009 წლის 26 მარტს გაფორმებდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა შპს „ო...ის’’ კუთვნილი უძრავი ქონების 1/20 ნაწილი (5%) მდებარე:
ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/29), არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი №029/029 - 7339.00 კვ.მეტრი (დაზუსტებული), შენობა-ნაგებობები №3, №4 და №7, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 97.96 კვ.მ. სხვა ფართი: №1, №2, №5 და №6;
ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11-ის მოპირდაპირედ, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი №029/030 - დაზუსტებული ფართობი: 1250.0 კვ.მეტრი და მშენებარე ნაგებობა №1 და №2;
ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/32), არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი №029/032, დაზუსტებული ფართობი: 358.00 კვ.მეტრი;
ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/34), არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი №029/034, დაზუსტებული ფართობი: 1527.00 კვ.მეტრი, შენობა- ნაგებობა: №1, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 2671.68კვ.მეტრი.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (2009 წლის 04 აგვისტოს მდგომარეობით) უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №029/045), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 377კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., 2009 წლის 17 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. შ-ას სახელზე.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (2009 წლის 30 ივნისის მდგომარეობით) უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №29/29), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 7539კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №29/19; №...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №3, №4 და №7, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 97.96 კვ.მეტრი, სხვა ფართი: №1, №2, №5 და №6, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., 2009 წლის 30 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. შ-ას (1/20 ნაწილი - 5%) და შპს „ო...ის“(19/20 ნაწილი - 95%) სახელზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შპს „ს...ის“ 2015 წლის 17 აგვისტოს №4/028 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №11-ის მიმდებარედ (მიწის საკადასტრო კოდი: №...) არსებული ...ის ტიპის ნაგებობა წარმოადგენდა კაპიტალურ შენობას და მისი ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა დაახლოებით 10-12 წელს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (გასაჩივრებულ ნაწილში) მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელოვანი მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №11-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ...ი იყო შპს „ო...ის“ საკუთრებაში 1997 წლიდან, რომლის დამფუძნებლები იყვნენ ჯ. ლ-ე (12%) და მ. შ-ა (5%). ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ 2003-2004 წლებში ააშენა 42,76 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობა (...ე), ხოლო ი. შ-ა შპს „ო...ის“ პარტნიორი გახდა 2007 წლის 22 მარტს მ. შ-ასთან დადებული წილის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი შპს „ო...ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმები, ზემოაღნიშნული წილის დათმობის ხელშეკრულება, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია 2009 წლის 26 მარტს ანუ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ. ამასთან, სადავო ქონების ჯ. ლ-ის მიერ ფლობა/სარგებლობის ფაქტს სხვა მოწმეებთან ერთად ადასტურებს ასევე მოქალაქე - გ. ო-იც (მოქალაქე - გ. ო-ის ახსნა-განმარტებით, შ-ები სადავო ფართს 2004 წლიდან 2009 წლამდე ფლობდნენ ყოფილ მეწილეებთან ერთად). რაც შეეხება, ი. შ-ასათვის ქონების გადაცემის შემდგომ, შესაბამისი მიწის ნაკვეთითა და შენობა-ნაგებობით ჯ. ლ-ის მიერ სარგებლობის ფაქტს, ცალსახად შესაფასებელია სადავო ქონებით სარგებლობის შეუძლებლობა ხომ არ არის გამოწვეული ჯ. ლ-ის ნებისგან დამოუკიდებელი სხვა ობიექტური გარემოებებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისია გასაჩივრებული განკარგულების მიღებისას ფორმალურად მიუდგა საკითხის განხილვას, მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
ამდენად, საკასაციო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება - მიწის ნაკვეთის ფლობა/სარგებლობის შესახებ, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი