განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№3211-13 8 მარტი, 2013 წელი
ფ-ა ტ, 3211-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - ვ. ა-ს
ადვოკატ - დ. დ-ს
მსჯავრდებულ - ტ. ფ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ტ. ფ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:
ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. პ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა პროკურორ ლ. პ-ა და ბრალდებულ ტ. ფ-ს შორის 2010 წლის 24 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
ტ. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდის შემდეგ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 ოქტომბრიდან.
2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ტ. ფ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ტ. ფ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ტ. ფ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, პირობითი მსჯავრი - 2 წლითა და 3 თვით და გამოსაცდელი ვადა - 3 წლით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 ოქტომბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ტ. ფ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.
საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებული ტ. ფ-ა არის ნასამართლობის არმქონე (მას ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს). ამდენად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ: მსჯავრდებულ ტ. ფ-ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდის შემდეგ, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2010 წლის 23 ოქტომბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ტ. ფ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ტ. ფ-ს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდის შემდეგ, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2010 წლის 23 ოქტომბრიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
თ. თოდრია