განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№4041-13 12 მარტი, 2013 წელი
ჩ-ი მ, 4041-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შავლიაშვილის
პროკურორ - ნ. გ-ს
მსჯავრდებულ - მ. ჩ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ჩ-ს საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განაჩენით მ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 30 იანვრიდან. მასვე დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა 2008 წლის 13 მაისიდან 2008 წლის 22 მაისამდე პატიმრობაში ყოფნის ვადა.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ჩ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ჩ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ მ. ჩ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 წელი და მოსახდელად დარჩა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 30 იანვრიდან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ჩ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ მ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2009 წლის 30 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს 2008 წლის 13 მაისიდან 2008 წლის 22 მაისამდე პატიმრობაში ყოფნის ვადა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ჩ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ მ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2009 წლის 30 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2008 წლის 13 მაისიდან 2008 წლის 22 მაისამდე პატიმრობაში ყოფნის ვადა.
სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი