ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 13.03.2013
საქმის ნომერი
2კ-433-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.03.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№4331-13 13 მარტი, 2013 წელი

მ-ე გ., 4331-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჭpის

მსჯავრდებულ _ გ. მpის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. მpის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 3 ნოემბრიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 სექტემბრის განაჩენით გ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გ. მ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონების საფუძველზე ორჯერ გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 8 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 20 ნოემბრიდან.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ- მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვისა და 18 დღის ვადით; განაჩენები და განჩინება გიორგი მელაძის მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. მ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ მისთვის ერთი მეოთხედით უნდა შეემცირებინათ 2007 წლის 3 ნოემბერს მისჯილი სასჯელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ხარვეზის გამოსწორებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული (და არა მოუხდელი) სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მიესაჯოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის 2012 წლის 20 ნოემბრისთვის მოუხდელი ნაწილი - 11 თვე და 13 დღე- ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს და მიესაჯოს 5 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, კვლავ უნდა გაუნახევრდეს და საბოლოოდ გიორგი მელაძეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 2 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოს 2012 წლის 20 ნოემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 სექტემბრის განაჩენით გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე) დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მიესაჯოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის 2012 წლის 20 ნოემბრისთვის მოუხდელი ნაწილი - 11 თვე და 13 დღე- ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდეს და მიესაჯოს 5 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, კვლავ გაუნახევრდეს და საბოლოოდ გ. მ-ეს სასჯელის სახით განესაზღვროს 2 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2012 წლის 20 ნოემბრიდან.

გ. მ-ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე