დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli
№4521-13 14 მარტი, 2013 წელი
ს-ე ზ, 4521-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. ფ-ის
ადვოკატ – ხ. ხ-ას
მსჯავრდებულ _ ზ. ს-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის განაჩენით ზ. ს-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 30 დეკემბრიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული სხვა უფლებები - 15 წლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის განხილვის შედეგად, ზ. ს-ის ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული 7 წელი, 2 თვე და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 4 თვისა და 15 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 30 დეკემბრიდან.
მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას და ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ. ს-ე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისათვის, რაც მან ჩაიდინა სრულწლოვან ასაკში. ასეთ შემთხვევაში ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, პირს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს მხოლოდ ერთი მეოთხედით. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს განაჩენის კანონიერებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ს-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის უფრო მეტად შემცირების, ან მისგან სრულად გათავისუფლებისა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინება ზ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი