განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 21.03.2013
საქმის ნომერი
2კ-711-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№7111-13 21 მარტი, 2013 წელი

გ-ე ს, 7111-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ჯ. უ-ის

მსჯავრდებულ - ს. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. გ-ის საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის განაჩენით ს. გ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით, მე-3 ნაწილით - 2 წლით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 12 წლით, ხოლო 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და ს. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 22 მარტიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ს. გ-ე გათავისუფლდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 109-ე და 179-ე მუხლებით დანიშნული სასჯელები - 2 წელი, 5 წელი და 12 წელი, რის შედეგად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით, 3 წლითა და 9 თვით და 9 წლით, საბოლოოდ - 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 22 მარტიდან; მსჯავრდებულს აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებული ს. გ-ე საჩივრით ითხოვს მისთვის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის განახევრებას, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ს. გ-ეს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რადგან აღნიშნული კანონის საფუძველზე მსჯავრდებულს სწორად შეუმცირდა ერთი მეოთხედით სსკ-ის 109-ე და 179-ე მუხლებით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელი. შესაბამისად, ს. გ-ეს საბოლოოდ უნდა განესაღვროს 13 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2010 წლის 22 მარტიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ს. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ს. გ-ეს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წელი და განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და ს. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 22 მარტიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე