დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.06.2023
საქმის ნომერი
ბს-233(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-233(კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 20 ივლისის ჯ.ჭ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე - ე.თ-ა, შვილები კ. და ა. ჭ-ები, შვილიშვილები - ლ. და გ. ს-ები და ან. ჭ-ა. ოჯახი წლებია ცხოვრობს ქირით. მოსარჩელემ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. ოჯახს მიენიჭა 5 ქულა, 1,5 ქულა - ქირით ცხოვრების ნაწილში, 2 ქულა 3 არასრულწლოვან.შვილიშვილის ნაწილში და 1,5 ქულა - ვეტერანის ნაწილში. მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და გათვალისწინების გარეშე, რის გამოც მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის N03-2437/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის კანონით დადგენილი წესითა და ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მისი გრძელვადიან.საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

ჯ.ჭ-ამ 04.10.2021წ. მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და დააზუსტა მოსარჩელეთა წრე და მასთან ერთად მოსარჩელეებად მიუთითა ე.თ-ა, კ. ჭ-ა, ა. ჭ-ა, ლ. ს-ა, გ. ს-ა და ან.ჭ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ.ჭ-ას, ე.თ-ას, ა. ჭ-ას, კ. ჭ-ას, ლ. ს-ას, გ. ს-ას, ან.ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №03-2437/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ჯ.ჭ-ას (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიან.საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ.ჭ-ა, ე.თ-ა, მათი შვილი - კ. ჭ-ა, ამ უკანასკნელის არასრულწლოვან.შვილები - ლ. ს-ა, გ. ს-ა, ასევე ა. ჭ-ა და მისი არასრულწლოვან.შვილი ან.ჭ-ა, არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილობამდე ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი იყო: აფხაზეთი, ..., სოფელი ..., ამჟამად ოჯახის დროებითი საცხოვრებელია: სამეგრელო - ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ...ის ქ. №2.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის გრძელვადიან.საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი ოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა ოჯახის მდგომარეობა და ოჯახს მიენიჭა 5.00 ქულა. 50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები; 2.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრი 3 არასრულწლოვანი; 1.50 ჯ.ჭ-ა ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, ოჯახის ხელოვნურად გაზრდის გამო, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელეების ოჯახის შემადგენლობის ხელოვნურად გაზრდის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1, 96.1 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემისას ვალდებულია ყოველმხრივ გამოიკვლიოს და სწორად შეაფასოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირი განიხილება კონკრეტული ოჯახის წევრად იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. არსებითი მნიშვნელობა აქვს განისაზღვროს დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობა, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ქულათა რაოდენობაზე, ასევე, დევნილი ოჯახის წევრთა ოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს გადაცემული ფართის ოდენობაზეც. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ გამოიკვეთა მხარის ინტერესი ოჯახის ხელოვნური გაერთიანების თაობაზე, ვინაიდან დადგენილია, რომ კ. ჭ-ა და მისი არასრულწლოვან.შვილები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მათ როგორც ცალკე ოჯახს დამოუკიდებლად შეუძლიათ მოითხოვონ გრძელვადიან.საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ლ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი); მ) შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) – ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა "ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიან.განსახლების მიზნით, ბინის განაწილების საკითხის გადაწყვეტისას განსაზღვრა პრიორიტეტული კრიტერიუმები, მოსარჩელეების - ლ. ს-ას, გ. ს-ას, ან.ჭ-ას მიმართებით არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 14.1. მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კ. ჭ-ა ცალკე ოჯახად ვერ მიიჩნევა მარტოოდენ იმ ფაქტის გამო, რომ იგი მონიტორინგის ჯგუფს მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად დახვდა ბავშვების მამის საცხოვრებელ სახლში. დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, თუ ფაქტობრივი მდგომარეობით კ. ჭ-ა იქნებოდა ცალკე ოჯახი მას დამოუკიდებლად ექნებოდა შესაძლებლობა მოეთხოვა სახელმწიფოსგან გრძელვადიან.საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციულმა ორგანოს მიერ გამოკვლეული და შეფასებული მთელი რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება. სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ოჯახის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რითაც დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა უკვე მეორე საცხოვრებელი ფართით, რისი რესურსიც საახელმწიფოს არ გააჩნია.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა საკითხის სრულყოფილად შესასწავლად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალა. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ 2021 წლის 14 აპრილს განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე განხორციელებული მონიტორინგისას, მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებს, მისამართზე დახვდა მხოლოდ ე.თ-ა, მოსარჩელე მოგვიანებით მოვიდა სამსახურიდან, ასევე მოგვიანებით მივიდა შვილი - ა. ჭ-ა. ოქმში აღნიშნულია, რომ მეორე შვილი - კ. ჭ-ა ცხოვრობს სენაკში, სოფელ ...ში. მისამართზე არ იმყოფებოდნენ შვილიშვილები, მოსარჩელემ მათთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ცხოვრობენ დედასთან ერთად. შვილი - კ. ჭ-ა მეუღლეს ლ. ს-ას გაშორებულია 2017 წლიდან და იგი ცხოვრობს სენაკში, ...ას ქ. №24-ში. 2021 წლის 21 აპრილს მონიტორინგი განხორციელდა კ. ჭ-ას მეუღლის ლ. ს-ას მისამართზე. მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებს მისამართზე დახვდა ოჯახის სრული შემადგენლობა. კ. ჭ-ას განმარტებით, სახლი ეკუთვნის მეუღლის მშობლებს.

კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოების ეტაპზე გაირკვა, რომ მხარემ სააგენტოს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რადგან განაცხადში შეყვანილი პირებიდან, ჯ.ჭ-ასთან ერთად ცხოვრობს მხოლოდ მეუღლე. ხოლო კ. ჭ-ა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ცალკე ოჯახად. მოსარჩელის და განაცხადში შეყვანილი პირების ერთად ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე არ წარმოდგენილა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს აქვს მონიტორინგის სამსახური, რომელსაც უშუალოდ ევალება დევნილი ოჯახების მიერ მოწოდებული ფაქტების გადამოწმება. სწორედ ამ მიზნით შემუშავებულია მონიტორინგის ფორმა, რომელშიც აისახება გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ სასამართლოს წარუდგინა სრული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, მათ შორის მონიტორინგის ოქმები, რომლებითაც ნათლად დასტურდებოდა ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი.

კასატორი მიუთითებს, რომ სააგენტოს ფაქტის ნამდვილობის დასადასტურებლად შეუძლია მხოლოდ მონიტორინგის განხორციელება და მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, სხვა საშუალება არ არსებობს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად და გამოყენებულია ის საშუალება, რაც კანონმდებლობით გააჩნია სააგენტოს.

კასატორი მიუთითებს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესახებ (2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანება), რომელიც გრძელვადიან.საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი. ცხადია, ზემოაღნიშნული წესი არაფრით არ უარყოფს და ეჭვქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, ან შეუძლიათ ისარგებლონ ნათესავის საცხოვრებლით, თუმცა, შესაბამისი რიგითობის დაცვით. კასატორი აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო მიმდინარე ეტაპზე იმ პირების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ჯერიც იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით ბოლო ეტაპია, სასამართლო არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნილ ოჯახებს და ხელოვნურად გამოიწვევს მათთვის მინიჭებული უფლებების უხეშ დარღვევას. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ თავი აარიდა მონიტორინგის ოქმებზე მსჯელობას.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს წარდგენილი მტკიცებულებები. გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რომელიც არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვან.სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვან.დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვან.სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვან.დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №03-2437/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ჯ.ჭ-ას (განაცხადით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიან.საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიან.საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიან.საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6

მუხლზე, რომლითაც დადგენილია დევნილთა გრძელვადიან.საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიან.საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები

მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს,რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულმა ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.

დადგენილია, რომ ჯ.ჭ-ა, ე.თ-ა, მათი შვილი - კ.ჭ-ა, ამ უკანასკნელის არასრულწლოვან.შვილები - ლ. ს-ა, გ. ს-ა, ასევე ა. ჭ-ა და მისი არასრულწლოვან.შვილი ან.ჭ-ა, არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე მოსარჩელეები არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიან.საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, განცხადებას აკეთებს ჯ.ჭ-ა, მეუღლესთან - ე.თ-ასთან, შვილებთან - კ. და ა. ჭ-ასთან და შვილიშვილებთან - ლ. ს-ასთან და გ. ს-ასთან, ან.ჭ-ასთან ერთად. ჯ.ჭ-ას ოჯახი შეფასდა 5 ქულით. 1.50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები; 2.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრი 3 არასრულწლოვანი; 1.50 ჯ.ჭ-ა ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი. განმცხადებელს თანასაკუთრებაში აქვს სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მის: ზუგდიდი, სოფ. ... (2008 კვ.მ).

გრძელვადიან.საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა 2021 წლის 14 აპრილს, ზუგდიდში, ...ას ქუჩა 19-ში. მისამართზე იმყოფებოდა განმცხადებლის მეუღლე ე.თ-ა, სამსახურიდან მივიდა თავად განმცხადებელი ჯ.ჭ-ა და მათი შვილი ა. ჭ-ა. მათი განმარტებით, მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ 2015 წლიდან, იხდიან ქირას 150 ლარს, უფრო ადრე ცხოვრობდნენ ნათესავის სახლში. 2017 წლიდან მათთან ერთად ცხოვრობს მეუღლეს გაცილებული შვილი კ. ჭ-ა, თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად.

დადგენილია, რომ დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი 2021 წლის 21 აპრილს შედგა კ. ჭ-ას მეუღლის მისამართზე. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა კ. ჭ-ა შვილებთან ერთად. მისი განმარტებით, სახლი ეკუთვნის მეუღლის მშობლებს, იმავე სახლში ცხოვრობს მამიდა ლ.ს-ა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 1 ივნისის №34 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიან.საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ჯ.ჭ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ჯ.ჭ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ვინაიდან ამ ეტაპზე მათი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა - ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №03-2437/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე ჯ.ჭ-ას (განცხადებაში მითითებულ პირებს), იმ ეტაპზე უარი ეთქვა ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო, ზუგდიდში გრძელვადიან.საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.

საგულისხმოა, რომ მოსარჩელისთვის გრძელვადიან.საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ჯ.ჭ-ას გრძელვადიან.საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობაზე, რადგან ოჯახი ხელოვნურად იყო გაერთიანებული. საგულისხმოა, რომ საქმის მასალებით დგინდება, რომ ოროთახიან.საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა.

საკასაციო სასამრთლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ლ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი); მ) შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) – ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა- პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დევნილ ოჯახად მიჩნევისათვის არსებითია კუმულატიურად არსებობდეს ორი წინაპირობა 1. განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომელთაც გააჩნიათ დევნილის სტატუსი და 2. შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივად გაწევა.

საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის

წარმომადგენლის 2021 წლის 3 დეკემბრის №111 ცნობის თანახმად, ჯ.ჭ-ა 2017 წლიდან ცხოვრობს ზუგდიდში, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ას ქუჩა №19 - ში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 2021 წლის 15 დეკემბრის №112 ცნობის თანახმად, კ. ჭ-ა 2017 წლიდან ცხოვრობს ზუგდიდში, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ას ქუჩა №19 - ში. სენაკის მუნიციპალიტეტის, ქალაქ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის 2022 წლის 7 აპრილის №12-402209737 ცნობის თანახმად, კ. ჭ-ას მუდმივ საცხოვრებელს არ წარმოადგენს ქალაქი სენაკი, ...ას ქუჩა №24. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობებით დგინდება, რომ კ. ჭ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს არა ქ. სენაკი, არამედ ზუგდიდი, ...ას ქ. №19.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 14.1 მუხლით გარანტირებულია ნებისმიერი პირისთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების და მიმოსვლის უფლება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მარტოოდენ ის ფაქტი, რომ მონიტორინგის ჯგუფს კ. ჭ-ა არასრუწლოვან შვილებთან ერთად დახვდა ბავშვების მამის საცხოვრებელ სახლში უცილობლად არ იძლევა იმ გარემოების დადასტურებულად მიჩნევის შესაძლებლობას, რომ კ. ჭ-ა დამოუკიდებელ ოჯახს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ჯ.ჭ-ასთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ასევე მის არასრულწლოვან შვილიშვილებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ჯ.ჭ-ას (განაცხადით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიან.საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა