განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№10841-13 4 აპრილი, 2013 წელი
გ. გ., 10841-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თამაზ ჯალიაშვილის
მსჯავრდებულ _ გ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. გ, - დაბადებული -- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა, 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით - უვადო თავისუფლების აღკვეთა, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 8 წლით, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 7 წლით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 12 წლით, მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით, 135-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 136-ე მუხლით - გამასწორებელი სამუშაო; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა; იგი სასჯელს იხდის 1998 წლის 1 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი შეიცვალა ამავე სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით: გ. გ-ს სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით გ. გ-ს ქმედება შესაბამისობაში მოვიდა ახალ კანონმდებლობასთან, კერძოდ: მსჯავრდებულს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ“ პუნქტით შეეფარდა 20 წლით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 10 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტებით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გ. გ-ს ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,109-ე მუხლის ,,ა“, ,,გ“, ,,ზ“ ქვეპუნქტებზე და ამ მუხლით განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტები გადაკვალიფიცირდა 109-ე მუხლის ,,კ“ და მე-19,109-ე მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტებზე, რომელთა საფუძველზეც განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ო“ პუნქტებით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.
ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 17 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ს ქმედება სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა მე-19,109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებზე; მსჯავრდებულს 5 წლით შეუმცირდა დანიშნული 27 წელი და განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა;
უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინება შეიცვალა: გ. გ-ს ქმედება სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,გ“, ,,ზ“ პუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო 109-ე მუხლის ,,კ“ პუნქტიდან - 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე; გ. გ-ს მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამოირიცხა სსკ-ის მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი; განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მე-19,109-ე მუხლის ,,ა“ პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ადრე მოქმედი სსკ-ის 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით შეუმცირდა 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებული გათავისუფლდა სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 135-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 136-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან; ამდენად, წინა განაჩენით დანიშნული 20 წლიდან გ. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენითა და განჩინებებით სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებით დანიშნული 15 წელი და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.
მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რის გამოც წინა განაჩენით განსაზღვრული 20 წელი უნდა შეუმცირდეს 17 წლამდე და ასევე 3 წლით უნდა შემცირდეს ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელზე დამატებული 7 წელი და უნდა განისაზღვროს 4 წლით; მასვე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის შედეგად მიღებული 4 წელი და 3 თვე აღემატება ბოლო განაჩენისათვის დასამატებელ 4 წელს, რის გამოც სრულად უნდა გათავისუფლდეს ბოლო განაჩენით განსაზღვრული სასჯელისათვის დამატებული 7 წლის მოხდისაგან; მას საბოლოოდ უნდა განესაზღვროს ბოლო განაჩენით დანიშნული და შემცირებული სასჯელი - 11 წელი და 3 თვე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ წინა სასამართლო გადაწყვეტილებით გ. გ-ს დანიშნული ჰქონდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს დაემატა არა 20 წლის მოუხდელი ნაწილი - 16 წელი, 6 თვე და 15 დღე, არამედ - ამ მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 7 წელი. შესაბამისად, საბოლოო სასჯელის ერთი მეოთხედით (მოცემულ შემთხვევაში - 5 წლით) შემცირება არ იწვევს ამავე ზომით მოუხდელი სასჯელის ნაწილის შემცირებას.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისათვის წინა სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნული საბოლოო სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების გამო, პროპორციულად უნდა შემცირდეს ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელზე დამატებული 7 წელიც და მოცემულ შემთხვევაში იგი უნდა განისაზღვროს 5 წლით, 2 თვითა და 6 დღით.
გასაჩივრებული განჩინება კანონიერია ბოლო სასამართლო გადაწყვეტილებით გ. გ-სათვის დანიშნული 15 წლის ერთი მეოთხედით შემცირების ნაწილში, რის შედეგადაც მსჯავრდებულს განესაზღვრა 11 წლითა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს ზემოაღნიშნული 5 წელი, 2 თვე, 6 დღე და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 16 წლით, 2 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2002 წლის 16 აპრილიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გ. გ-სათვის დანიშნული 20 (ოცი) წელი შემცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მომდევნო განაჩენით დანიშნული სასჯელისათვის დასამატებელი ნაწილი განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით, 2 (ორი) თვითა და 6 (ექვსი) დღით;
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და გ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 16 (თექვსმეტი) წლით, 2 (ორი) თვითა და 6 (ექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2002 წლის 16 აპრილიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
№10841-13 15 მაისი, 2015 წელი
გ-ე გ.- 10841-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 4 აპრილს მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია:
,,საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ წინა სასამართლო გადაწყვეტილებით გ. გ-ეს დანიშნული ჰქონდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს დაემატა არა 20 წლის მოუხდელი ნაწილი - 16 წელი, 6 თვე და 15 დღე, არამედ - ამ მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 7 წელი. შესაბამისად, საბოლოო სასჯელის ერთი მეოთხედით (მოცემულ შემთხვევაში - 5 წლით) შემცირება არ იწვევს ამავე ზომით მოუხდელი სასჯელის ნაწილის შემცირებას.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისათვის წინა სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნული საბოლოო სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების გამო, პროპორციულად უნდა შემცირდეს ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელზე დამატებული 7 წელიც და მოცემულ შემთხვევაში იგი უნდა განისაზღვროს 5 წლით, 2 თვითა და 6 დღით.
გასაჩივრებული განჩინება კანონიერია ბოლო სასამართლო გადაწყვეტილებით გ. გ-ისათვის დანიშნული 15 წლის ერთი მეოთხედით შემცირების ნაწილში, რის შედეგადაც მსჯავრდებულს განესაზღვრა 11 წლითა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს ზემოაღნიშნული 5 წელი, 2 თვე, 6 დღე და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 16 წლით, 2 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2002 წლის 16 აპრილიდან“.
ხოლო სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია:
,,მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გ. გ-ისათვის დანიშნული 20 (ოცი) წელი შემცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მომდევნო განაჩენით დანიშნული სასჯელისათვის დასამატებელი ნაწილი განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით, 2 (ორი) თვითა და 6 (ექვსი) დღით;
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და გ. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 16 (თექვსმეტი) წლით, 2 (ორი) თვითა და 6 (ექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2002 წლის 16 აპრილიდან“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ დაშვებულია უზუსტობა სასჯელთა დაანგარიშების ნაწილში, კერძოდ:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გ. გ-ისათვის დანიშნული 20 (ოცი) წელი შემცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მომდევნო განაჩენით დანიშნული სასჯელისათვის დასამატებელი ნაწილი განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით, 2 (ორი) თვითა და 6 (ექვსი) დღით. ნაცვლად აღნიშნულისა, გ. გ-ეს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტით დანიშნული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს და განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილიდანაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, მომდევნო განაჩენით დანიშნული სასჯელისათვის დასამატებელი ნაწილი უნდა განისაზღვროს - 2 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთით, რაც ასევე უნდა დაემატოს ბოლო სასამართლო გადაწყვეტილებით მისთვის დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ გ. გ-ეს უნდა განესაზღვროს 13 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2002 წლის 16 აპრილიდან.
აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განჩინებაში.
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილს მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-4 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,საქმის მასალებით ირკვევა, რომ წინა სასამართლო გადაწყვეტილებით გ. გ-ეს დანიშნული ჰქონდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს დაემატა არა 20 წლის მოუხდელი ნაწილი - 16 წელი, 6 თვე და 15 დღე, არამედ - ამ მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 7 წელი. ამასთან, გ. გ-ეს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტით დანიშნული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს და განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, საბოლოო სასჯელის განახევრება არ იწვევს ამავე ზომით მოუხდელი სასჯელის ნაწილის შემცირებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს წინა სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნული საბოლოო სასჯელის განახევრების გამო, პროპორციულად უნდა შეუმცირდეს ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელზე დამატებული 7 წელიც და მოცემულ შემთხვევაში იგი უნდა განისაზღვროს 2 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთით.
გასაჩივრებული განჩინება კანონიერია ბოლო სასამართლო გადაწყვეტილებით გ. გ-ისათვის დანიშნული 15 წლის ერთი მეოთხედით შემცირების ნაწილში, რის შედეგადაც მსჯავრდებულს განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს ზემოაღნიშნული 2 წელი, 8 თვე, 28 დღე და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 13 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2002 წლის 16 აპრილიდან“.
განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,გ. გ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინებით დანიშნული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილიდანაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, მომდევნო განაჩენით დანიშნული სასჯელისათვის დასამატებელი ნაწილი განისაზღვროს 2 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთით.
ბოლო სასამართლო გადაწყვეტილებით გ. გ-ისათვის დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის პროპორციული წილი - 2 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. გ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 13 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2002 წლის 16 აპრილიდან. გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად“.
აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინების განუყოფელ ნაწილს.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი