განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 04.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1090-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№10901-13 4 აპრილი, 2013 წელი

ი-ი ა.- 10901-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - თ. გ-ის

მსჯავრდებულ - ა. ი-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ი-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 იანვრის განაჩენით ა. ი-ი, ნასამართლობის არმქონე , ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 109-ე მუხლის „ვ“, ,,თ“ პუნქტებით - 14 წლით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, ხოლო საბოლოოდ - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 6 ივლისიდან.

აღნიშნული განაჩენი შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით: ა. ი-ის ქმედება სსკ-ის 109-ე მუხლის ,,თ“ პუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი აღნიშნულ განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. ი-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 14 წელი და განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 6 ივლისიდან.

მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ მას უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი, რის გამოც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ა. ი-ს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წელი და უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განჩინებით მსჯავრდებულს სწორად შეუმცირდა ერთი მეოთხედით სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი -14 წელი, რის შედეგადაც ასევე სწორად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად და ა. ი-ს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2006 წლის 6 ივლისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ი-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ა. ი-ს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წელი და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და ა. ი-ს საბოლოოდ განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2006 წლის 6 ივლისიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი