დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1381-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13811-13 19 აპრილი, 2013 წელი

ტ-ი ა., 13811-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ჯ-ის

მსჯავრდებულ _ ა. ტ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ტ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის განაჩენით ა. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.

2013 წლის 17 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიურომ მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ტ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ა. ტ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან (გარდა ჯარიმისა). განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ტ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინების გაუქმებას და დამატებით სასჯელად დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ტ-ის საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, კანონიერია.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას - მისთვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისგან გათავისუფლების თაობაზე - პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 და მე-20 მუხლების შესაბამისად, ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე. შესაბამისად მსჯავრდებულ ა. ტ-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-18, მე-20, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე