დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.05.2013
საქმის ნომერი
2კ-1623-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.05.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№16231-13 22 მაისი, 2013 წელი

გ-ე ბ.-16231 -13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ.ფ-ის

მსჯავრდებულ _ ბ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. გ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის განაჩენით ბ. გ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 30 მარტიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3 500 ლარი.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის განაჩენით ბ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 28 ივლისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3 500 ლარი.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განაჩენით ბ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; ამ სასჯელს დაემატა წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 12 წელი, 16 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 16 წლითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 14 წელი და 16 დღე განესაზღვრა რეალურ ზომად, ხოლო - 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 14 მარტიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით ბ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით; მსჯავრდებულს განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა რეალურ ზომად, ხოლო - 5 წელი - ჩაეთვალა პირობით; ამ სასჯელს მთლიანად დაემატა 2012 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, 11 თვითა და 13 დღით, ასევე - პირობით ჩათვლილი 2 წელი და ჯარიმა – 7 000 ლარი, რის გამოც ბ. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 22 წლით, 5 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 15 წლით, 5 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 7 წელი - ჩაეთვალა პირობით, 8 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 17 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 დეკემბრის განკარგულებით ბ. გ-ეს გაუნახევრდა მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. გ-ე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 10 თვისა და 15 დღის ვადით, საიდანაც 1 წელი, 1 თვე და 15 დღე განესაზღვრა რეალურად მოსახდელ ზომად, ხოლო - 3 წელი და 9 თვე - ჩაეთვალა პირობით; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული 7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული - 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა რეალურად მოსახდელ ზომად, ხოლო - 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით - 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მსჯავრდებულ რეალურად მოსახდელ ზომად განესაზღვრა 1 წლით, 9 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო - 5 წელი და 3 თვე - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. გ-ე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით, ვადაზე 1 წლითა და 5 თვით ადრე.

მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან გამომდინარე, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით უნდა შემცირებოდა 2011 წლის 1 აგვისტოს, 2012 წლის 14 მარტისა და 2012 წლის 17 აპრილის განაჩენებით დანიშნული სასჯელები, რომელთა 2012 წლის 4 დეკემბრისათვის მოუხდელი ზომა უნდა განახევრებულიყო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბ. გ-ის მიმართ ამნისტია გავრცელდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის განჩინება ბ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი