დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.02.2014
საქმის ნომერი
823აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№823აგ-13 20 თებერვალი, 2014 წელი

ფ-ი ვ., 823აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ვ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ვ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით ვ. ფ-ს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. ფ-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. ფ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ფ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ვ. ფ-ი სასჯელს იხდის საქართველოს სსკ-ის მხოლოდ ერთი - 19,109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რის გამოც დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

მ. ოშხარელი