დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 23.10.2006
საქმის ნომერი
ას-557-940-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.10.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-557-940-06 23 ოქტომბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. კ-იანის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 21 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე _ დ. ზ-იას სარჩელის გამო რ. კ-იანის მიმართ, ბინიდან გამოსახლების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ რ. კ-იანის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად; თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი არ დაიშვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 25 სექტემბრის განჩინებით რ. კ-იანს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა კანონით დადგენილ ვადაში და ჩაბარდა 2006წ. 2 ოქტომბერს, შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2006წ. 12 ოქტომბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. კ-იანის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.