საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №80აპ-15 ქ. თბილისი
კ-ე პ, 80აპ-15 14 ივლისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. ა-ა და ი. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:
პ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
პ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის პროპორციულად შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 4800 ლარის ოდენობით.
პ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ლ. მ-ს (პ/) საკუთრებაში არსებულ 40000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარეს ქ.ა-ი, სარეგისტრაციო ზონა - ა-ე, კოდი - , სექტორი - ქ.ახალციხე, კოდი - , კვარტალი - N, ნაკვეთის N, კოდი N ლარის ფარგლებში.
სისხლის სამართლის N საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ბ. ა-ს კუთვნილი პოლიციის უნიფორმის პერანგი, რომელიც ინახება ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ბ. ა-ს.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
პ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა შედარებით ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. პ. კ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 7 მარტიდან იმავე წლის 10 მარტამდე.
პ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ლ. მ-ს (პ/) საკუთრებაში არსებულ 40000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარეს ქ.ა-ი, სარეგისტრაციო ზონა - ა-ე, კოდი - , სექტორი ქ.ახალციხე, კოდი - , კვარტალი - N, ნაკვეთის N, კოდი N ლარის ფარგლებში.
სისხლის სამართლის N საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ბ. ა-ს კუთვნილი პოლიციის უნიფორმის პერანგი, რომელიც ინახება ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ბ. ა-ს.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ პ. კ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. ა-ა და ი.ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი