შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-1089-შ-27-04 20 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ი.ვ.-ის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეზე, ფ.ჩ.-ის სარჩელის გამო, მოპასუხე გ.ჩ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ.-ს დაეკისრა ფ. ჩ.-ის სასარგებლოდ 2003წ. 4 ნოემბრიდან შვილის (გ. ჩ.-ე, დაბადებული 1986წ. 7 მარტს) სარჩენად ალიმენტის გადახდა 10 მინიმალური ხელფასის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე, აგრეთვე, სახელმწიფო ბაჟის სახით 50 რუბლის გადახდა. სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ი.ვ.-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2003წ. 29 ნოემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ი.ვ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 27 მაისის განჩინებით სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ი.ვ.-ის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ი.ვ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ.-ს დაეკისრა ფ. ჩ.-ის სასარგებლოდ 2003წ. 4 ნოემბრიდან შვილის სარჩენად ალიმენტის გადახდა 10 მინიმალური ხელფასის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე, აგრეთვე, სახელმწიფო ბაჟის სახით 50 რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2003წ. 29 ნოემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ი.ვ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69–ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ი.ვ.-ის შუამდგომლობა სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სვერდლოვსკის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ჩ.-ს დაეკისრა ფ. ჩ.-ის სასარგებლოდ 2003წ. 4 ნოემბრიდან შვილის (გ. ჩ.-ე, დაბადებული 1986წ. 7 მარტს) სარჩენად ალიმენტის გადახდა 10 მინიმალური ხელფასის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე, აგრეთვე, სახელმწიფო ბაჟის სახით 50 რუბლის გადახდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის დაკისრების ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.