საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №128აპ-15 ქ. თბილისი
გ-ა ი.-128აპ-15. 31 ივლისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-ს, ასევე მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ს, მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: ი. გ-ს, – ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ი. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ი. გ-ს, – ნასამართლევი, – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ. კ-ს, – ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 8 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2013 წლის 22 ივლისიდან.
ამავე განაჩენით ი. გ-ი – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, ი. გ-ა – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ხოლო დ. კ-ი – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 იანვრის განაჩენით შეიცვალა: ი. გ-ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში; ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და განესაზღვრათ: ი. გ-ს – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ი. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; ი. გ-ს – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ი. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; დ. კ-ს – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ი. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს – ი. გ-სა და ი. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2013 წლის 22 ივლისიდან, ხოლო დ. კ-ს – 2015 წლის 9 იანვრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 22 ივლისიდან 2014 წლის 14 აპრილის ჩათვლით – 8 თვე და 22 დღე.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების – ი. გ-ს, ი. გ-სა და დ. კ-სათვის შერაცხული დანაშაულები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს – წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-ს, ასევე მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ს, მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე