შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-1259-შ-42-05 8 დეკემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. კობახიძე (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. გ.-ს შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები ბელარუსიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული, ...-ის ოლქის სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვაეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკიმრების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. გ.-ა და გ. კ.-ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში 2003წ. 21 მაისს შეეძინათ შვილი – გ.
ვ. გ.-მ მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. კ.-ის მიმართ და მოითხოვა შვილის სარჩოდ ალიმენტის დაკისრება.
ბელარუსიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული, ...-ის ოლქის სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: გ.კ.-ს ვ. გ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სარჩოდ, მისი ყველა შემოსავლის 25%-ის ოდენობით, ყოველთვიურად შვილის სრულწლოვანებამდე. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 124745 რუბლის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004წ. 5 იანვარს. ვ. გ.-ამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული, ...-ის ოლქის სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 20 მაისის განჩინებით ვ. გ.-ას შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე გ. კ.-ს.
მოპასუხე მხარეს არ მოუთხოვია საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. გ.-ას შუამდგომლობა უნდ ადაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის 68-ე-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნო ბელარუსიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული, ...-ის ოლქის სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის 68-ე-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. გ.-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ბელარუსიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული, ...-ის ოლქის სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
გ. კ.-ს ვ. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სარჩოდ მისი შემოსავლიდან 25%-ის ოდენობით, ყოველთვიურადბ შვილის სრულწლოვანებამდე.
გ. კ.-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 124745 რუბლის ოდენობით.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.