შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-1329-შ-43-04 4 ოქტომბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს. მ.-ას შუამდგომლობ ადა სასამართლოს დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის ქ. ...-ის ოქტომბრის რაიონული სასამართლოს 1999წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
რუსეთის ფედერაციის ქ. ...-ის ოქტომბრის რაიონული სასამართლოს 1999წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. ა.-ს ს. მ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სარჩენად, მისი ყველა სახის შემოსავლის 1\4-ის ოდენობით, ყოველთვიურად, 1999წ. 9 აგვისტოდან შვილის სრულწლოვანებამდე.
ს. მ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატეს 2004წ. 27 მაისის განჩინებით ს. მ.-ს შუამდგომლობა და სასამართლოს დკოუმენტები საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე ა. ა.-ს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ს. მ.-ს შეამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონრიმ 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რათა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის ქ. ...-ის ოქტომბრის რაიონული სასამართლოს 1999წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. მ.-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. ცნობილ და აღსრულებულ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ქ. ...-ის ოქტომბრის რაიონული სასამართლოს 1999წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ს. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ა. ა.-ს ს. მ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის – ა.-ს (დაბადებული 1997წ. 8 ივლისს), სარჩენად მისი ყველა სახის შემოსავლის 1\4-ის ოდენობით, ყოველთვიურად, 1999წ. 9 აგვისტოდან შვილის სრულწლოვანებამდე.
საკავაციო პალატეს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.