შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
` 15 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ნ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005წ. 3 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მოქალაქე მ. ს.-ს მიმართ განქორწინების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 28 აპრილს გერმანიის ფედერაციის ...-ის მმაჩის ბიუროს ¹74\2000 სააქცტო ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს მოქალაქე თ. ნ.-ისა და გერმანიის მოქალაქე მ. ს.-ს ქორწინება. მოგვიანებით თ.ნ.-იმ სარჩელი აღძრა სასამართლოში მეუღლის მიმართ, რომლითაც მიუთითა, რომ მათი ქორწინება კრახით დამთავრდა, 2003წ. აგვისტოდან ისინი აღარ ცხოვრობენ ერთად და ქორწინების აღდგენა შეუძლებელია. მოპასუხემ სარჩელს მხარი დაუჭირა.
გერმანიის ფედერაციის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005წ. 3 თებერვლის განაჩენით თ. ნ.-ი და მ. ს.-ო ცნობილ იქნენ განქორწინებულად.
თ. ნ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლო სგერმანიის ფედერაციის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005წ. 3 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 1 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005წ. 3 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულები სშესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. ნ.-ის შუამდგომლობა უნდ ადაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2000წ. 28 აპრილს გერმანიის ფედერაციის ...-ის მმაჩის ბიუროს ¹74\2000 სააქტო ჩანაწერით რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს მოქალაქე თ,. ნ.-ისა და გერმანიის მოქალაქე მ. ს.-ს ქორწინება. მოგვიანებით ნ. ნ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მეუღლის მიმართ, რომლითაც მიუთითა, რომ მათი ქორწინება კრახით დამთავრდა, 2003წ. აგვისტოდან ისინი აღრ ცხოვრობენ ერთად და ქორწინების აღდგენა შეუძლებელია. მოპასუხემ სარჩელს მხარი დაუჭირა.
გერმანიის ფედერაციის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005წ. 3 თებერვლის განაჩენით თ.ნ.-ი და მ.ს.-ო ცნობილ იქნა განქორწინებულად.
თ.ნიმკოლაშვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ფედერაციის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005წ. 3 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველ ინაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, გერმანიის ფედერაციის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005წ. 3 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლით, სსკ-ის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ნ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. გერმანიის ფედერაციის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005წ. 3 თებერვლის განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.