საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №365აპ-15 ქ. თბილისი
ბ-ი გ, 365აპ-15 27 ივლისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის განაჩენით:
ს. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. ს. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 30 დეკემბრიდან 2015 წლის 3 იანვრის ჩათვლით.
ს. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონიძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს კანონით დადგენილი წესით და ვადაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. გ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 30 დეკემბრიდან 2015 წლის 3 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
გ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონიძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს კანონით დადგენილი წესით და ვადაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების - ს. ბ-ა და გ. ბ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი