შუამდგომლობა

სამოქალაქო 12.12.2005
საქმის ნომერი
ა-2045-შ-60-05
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
12.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა-2045-შ-60-05 12 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ო. თ.-ის შუამდგომლობა უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 1996წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მოქალაქე დ. თ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1996წ. 31 ოქტომბერს ო. თ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. თ.-ის მიმართ. მხარეები 1995წ. 18 აგვისტოდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ შვილი _ ნ. თ.-ი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ბავშვზე არავითარ მზრუნველობას არ იჩენდა, რის გამოც მან მოითხოვა ნ.თ.-ის სარჩენად მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება.

მოპასუხის მხრიდან სარჩელის უარყოფას ადგილი არ ჰქონია.

უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 1996წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. თ.-ს ო. თ.-ის სასარგებლოდ მათი შვილის _ ნ. თ.-ის სარჩენად 1996წ. 4 თებერვლიდან დაეკისრა მთელი მისი შემოსავლის 1/4-ის, თუმცა მოქალაქეთა დაუბეგრავი შემოსავლის არაუმეტეს 1/2-ის გადახდა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1996წ. 22 ნოემბერს და უკრაინის ტერიტორიაზე აღსრულდა 2002წ. 1 ივლისამდე.

ო. თ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 1996წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 29 ივლისის განჩინებით ხსენებული შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ო. თ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, 1996წ. 31 ოქტომბერს ო. თ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. თ.-ის მიმართ. მხარეები 1995წ. 18 აგვისტოდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ შვილი _ ნ. თ.-ი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ბავშვზე არავითარ მზრუნველობას არ იჩენდა, რის გამოც მან მოითხოვა ნ.თ.-ის სარჩენად მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება.

მოპასუხის მხრიდან სარჩელის უარყოფას ადგილი არ ჰქონია.

უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 1996წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. თ.-ს ო. თ.-ის სასარგებლოდ მათი შვილის _ ნ. თ.-ის სარჩენად 1996წ. 4 თებერვლიდან დაეკისრა მთელი მისი შემოსავლის 1/4-ის, თუმცა მოქალაქეთა დაუბეგრავი შემოსავლის არაუმეტეს 1/2-ის გადახდა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1996წ. 22 ნოემბერს და უკრაინის ტერიტორიაზე აღსრულდა 2002წ. 1 ივლისამდე.

ო. თ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 1996წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 1996წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლით, სსკ-ის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. თ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 1996წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, დ. თ.-ს ო. თ.-ის სასარგებლოდ მათი შვილის _ ნ. თ.-ის სარჩენად 1996წ. 4 თებერვლიდან დაეკისრა მთელი მისი შემოსავლის 1/4-ის, თუმცა მოქალაქეთა დაუბეგრავი შემოსავლის არაუმეტეს 1/2-ის გადახდა.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.