შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-2136-შ-86-04 30 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. კობახიძე,რ. ნადირიანი
პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ნ.-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები უკრაინის ...-ის რაიონული სასამართლოს 1997წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ნ.-ი და რ. ნ.-ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში 1992წ. 19 ოქტომბერს შეეძინათ შვილი _ ნ.
ლ. ნ.-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე რ. ნ.-ის მიმართ და მოითხოვა, შვილის სარჩოდ ალიმენტის დაკისრება.
უკრაინის ...-ის რაიონული სასამართლოს 1997წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. რ. ნ.-ს ლ. ნ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სარჩოდ, მისი ყველა შემოსავლის ¼-ის ოდენობით ყოველთვიურად შვილის სრულწლოვანებამდე. ასევე სახელმწიფოს სასარგებლოსდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2 გრივნისა და 34 კაპიკის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1997წ. 11 მარტს.
ლ. ნ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ...-ის რაიონული სასამართლოს 1997წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 16 იანვრის განჩინებით ლ. ნ.-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე რ. ნ.-ს.
რ. ნ.-ს არ მოუთხოვია საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. ნ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნო უკრაინის ...-ის რაიონული სასამართლოს 1997წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლოს შესახებ” კანონის 68-ე-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ნ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის ...-ის რაიონული სასამართლოს 1997წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
რ. ნ.-ს ლ. ნ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სარჩოდ, მისი შემოსვლის 1/4-ის ოდენობით ყოველთვიურად შვილის სრულწლოვანებამდე.
რ. ნ.-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიო ბაჟის გადახდა 2 გრივნა და 34 კაპიკის ოდენობით.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.