შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-2156-შ-63-05 14 სექტემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სანქტ-პეტერბურგის ...-ის რაიონის ¹... ბავშვთა სახლის დირექტორის ი.შ.-ის შუამდგომლობა სანქტ-პეტერბურგის ...-ის ფედერალური რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მ. ჟ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
აღწერილობით ინაწილი:
სანქტ-პეტერბურგის ...-ის რაიონის ¹... ბავშვთა სახლმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ლ. კ.-ისა და მ. ჟ.-ის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ი. ჟ.-ი 10 თვიდან იმყოფება მათთან, ბავშვთა სახლში, მისი მშობლები არ არიან დაინტერესებული ბავშვის აღზრდით და მატერიალურად არ უზრუნველყოფენ მას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეებს ჩამოერთვათ მშობლის უფლებები.
მოპასუხეები სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდნენ, რადგან იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, მაგრამ მათ ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება, სადაც მ.ჟ.-ი არ თვლის თავს ბავშვის მამად, ხოლო ლ. კ.-მ მოითხოვა,რომ მას არ ჩამოერთვას მშობლის უფლება, რადგან გამოსვლისთანავე უნდ აბავშვის წაყვანა.
სანქტ-პეტერბურგის ...-ის ფედერალური რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.კ.-სა და მ. ჟ.-ს ჩამოერთვათ მშობლის უფლებები და 2001წ. 29 ოქტომბრიდან შვილის სასარგებლოდ დაეკისრათ ალიმენტი – მათი ყველა სახის შემოსავლის 1\4 ბავშვის სრულწლოვანებამდე მათ, აგრეთვე, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 55 რუბლის გადახრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2002წ. 13 მაისს და რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
სანქტ-პეტერბურგის ...-ის რაიონის ¹... ბავშვთა სახლის დირექტორმა ი.შ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასმართლოს სანქტ-პეტერბურგის ...-ის ფედერალური რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 28 ივლისისმ განჩინებით სანქტ-პეტერბურგის ...-ის რაიონის ¹... ბავშვთა სახლის დირექტორის ი.შ.-ის შუამდგომლობა სანქტ-პეტერბურგის ...-ის ფედერალური რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, განჩინებით სანქტ-პეტერბურგის ...-ის რაიონის ¹... ბავშვთა სახლის დირექტორის ი.შ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სანქტ-პეტერბურგის ...-იმ ფედერალური რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. კ.-სა და მ. ჟ.-ს ჩამოერთვათ მშობლის უფლებები და 2001წ. 29 ოქტომბრიდან შვილის სასარგებლოდ დაეკისრათ ალიმენტი – მათი ყველა სახის შემოსავლის 1\4, ბავშვის სრულწლოვანებამდე. მათ, აგრეთვე, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 55 რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2002წ. 13 მაისის და რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
სანქტ-პეტერბურგის ...-ის რაიონის ¹... ბავშვთა სახლის დირექტორმა ი.შ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სანქტ-პეტერბურგის ...-ის ფედერალური რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, სამეწარმეო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სანქტ-პეტერბურგის ...-ის რაიონის ¹... ბავშვთა სისხლის დირექტორის ი.შ.-ის შუამდგომლობა სანქტ-პეტერბურგის ...-ის ფედერალური რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმკაყოფილდეს.
სანქტ-პეტერბურგის ...-ის ფედერალური რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. კ.-სა და მ. ჟ.-ს ჩამოერთვათ მშობლის უფლებები და 2001წ. 29 ოქტომბრიდან შვილის (ი. ჟ.-ი, დაბადებული 1995წ. 27 ნოემერს) სასარგებლოდ დაეკისრათ ალიმენტი მათი ყველა სახის შემოსავლის 1\4, ბავშვის სრულწლოვანებამდე, აგრეთვე, მათ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 55 რუბლის გადახდაბ ცნობილ იქნა და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.