შუამდგომლობა

სამოქალაქო 12.12.2005
საქმის ნომერი
ა-2294-შ-68-05
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
12.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა-2294-შ-68-05 12 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ი.-ს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მოქალაქე ბ. ი.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ი.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ი.-ის მიმართ. მხარეებს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ სამი შვილი: ს., ნ. და ა. ი.-ები. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე შვილებზე მზრუნველობას არ იჩენდა, რის გამოც მან მოითხოვა მათ სარჩენად მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის ბრძანებით, 2005წ. 19 აპრილიდან ბ. ი.-ს დაეკისრა ალიმენტის სახით მთელი მისი ყოველთვიური ხელფასის 1/2-ის გადახდა. აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრდება, ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ა. ი.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებით ა. ი.-ს შუამდგომლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა. ი.-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ა. ი.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ი.-ის მიმართ. მხარეებს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ სამი შვილი: ს., ნ. და ა. ი.-ები. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე შვილებზე მზრუნველობას არ იჩენდა, რის გამოც მან მოითხოვა მათ სარჩენად მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის ბრძანებით, 2005წ. 19 აპრილიდან ბ. ი.-ს დაეკისრა ალიმენტის სახით მთელი მისი ყოველთვიური ხელფასის 1/2-ის გადახდა. აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრდება, ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ა. ი.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელ გარემოებები არ არსებობს, ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის ბრძანება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლით, სსკ-ის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ი.-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, 2005წ. 19 აპრილიდან ბ. ი.-ს დაეკისრა ალიმენტის სახით მთელი მისი ყოველთვიური ხელფასის 1/2-ის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.