შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-2422-შ-71-05 4 ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ფ.-სა და უკრაინის ქ. ...-ის ...-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ. ჩ.-ს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2004წ. 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ა. ბ.-ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ფ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ბ.-ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1982წ. 10 მაისიდან მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ა. ბ.-ი, დაბადებული 1996წ. 15 სექტემბერს. ი.ფ.-მ აღნიშნა, რომ ა. ბ.-ი არანაირ მატერიალურ დახმარებას არ უწევს მას, რის გამოც მან მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ა.ბ.-ზე ალიმენტის დაკისრება.
უკრაინის ქ. ...-ის ...-ის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ა.დ.-ის ცნობით, მოპასუხეს სასამართლო სხდომის დროის შესახებ დროულად ეცნობა. სასამართლო უწყება და სასარჩელო განცხადების ასლი მას ჩაბარდა, მაგრამ ა.ბ.-ი პროცესზე არ გამოცხადებულა.
ზემოხსენებული სასამართლოს 2004წ. 12 მაისის გადაწყვეტილებით ა. ბ.-ს დაეკისრა ი. ფ.-ს სასარგებლოდ 2000წ. 25 აპრილიდან შვილის სარჩენად ალიმენტი ყველა სახის ხელფასის 1/4-ის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე, მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 51 გრივნის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2004წ. 13 ივნისს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ი. ფ.-მ და უკრაინის ქ. ...-ის ...-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ.ჩ.-მ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ქ. ...-ის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 26 სექტემბრის განჩინებით ი. ფ.-სა და უკრაინის ქ. ...-ის ...-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ.ჩ.-ს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2004წ. 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ი. ფ.-სა და უკრაინის ქ. ...-ის ...-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ.ჩ.-ს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის ქ. ...-ის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 მაისის გადაწყვეტილებით ა. ბ.-ს დაეკისრა ი. ფ.-ს სასარგებლოდ 2000წ. 25 აპრილიდან შვილის სარჩენად ალიმენტი ყველა სახის ხელფასის ¼1/4-ის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე, მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 51 გრივნის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2004წ. 13 ივნისს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ი. ფ.-მ და უკრაინის ქ. ...-ის ...-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ.ჩ.-მ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ქ. ...-ის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ქ. ...-ის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 მაისის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69–ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ფ.-სა და უკრაინის ქ. ...-ის ...-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ.ჩ.-ს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2004წ. 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
უკრაინის ქ. ...-ის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ბ.-ს დაეკისრა ი. ფ.-ს სასარგებლოდ 2000წ. 25 აპრილიდან შვილის (ა., დაბადებული 1996წ. 15 სექტემბერს) სარჩენად ალიმენტი – ყველა სახის ხელფასის ¼1/4-ის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე, აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 51 გრივნის გადახდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.