შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-2463-შ-82-04 19 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ლ.-სა (მ.-ის) და ქ.ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლის, ი.პ.-ის, შუამდგომლობები ქ.ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ვ. მ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. მ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. მ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: ბ., დაბადებული 1987წ. 24 აგვისტოს და ნ., დაბადებული 1991წ. 6 აპრილს. მოსარჩელე და მოპასუხე განქორწინდნენ და იმის გამო, რომ ვ. მ.-ი არანაირ დახმარებას არ უწევდა ვ. მ.-ს, მან მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ვ.მ.-ისათვის ალიმენტის დაკისრება.
ქ.ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლის, ი.პ.-ის, ცნობით მოპასუხეს სასამართლო სხდომის დროის შესახებ დროულად ეცნობა ჩაბარდა. სასამართლო უწყება და სასარჩელო განცხადების ასლი, მაგრამ ვ.მ.-ი პროცესზე არ გამოცხადებულა. ზემოხსენებული სასამართლოს 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით, ვ. მ.-ს დაეკისრა ვ. მ.-ის სასარგებლოდ 2003წ. 23 ივნისიდან ქალიშვილების (ბ., დაბადებული 1987წ. 24 აგვისტოს და ნ., დაბადებული 1991წ. 6 აპრილს) სარჩენად ალიმენტი თითოეულზე 1500 რუბლის ოდენობით, ქალიშვილების სრულწლოვანებამდე. აგრეთვე, მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 470 რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2003წ. 14 ივლისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ვ. ლ.-მ (მ.-მა) და ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს მომრიგებელმა მოსამართლე ი.პ.-მა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ.ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინებით, ვ. ლ.-სა (მ.-ის) და ქ.ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლის, ი.პ.-ის, შუამდგომლობები ქ.ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. ლ.-სა (მ.-ის) და ქ.ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლის ი.პ.-ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ.ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. მ.-ს დაეკისრა ვ. მ.-ის სასარგებლოდ 2003წ. 23 ივნისიდან ქალიშვილების (ბ., დაბადებული 1987წ. 24 აგვისტოს და ნ, დაბადებული 1991წ. 6 აპრილს) სარჩენად ალიმენტი თითოეულზე 1500 რუბლის ოდენობით, ქალიშვილების სრულწლოვანებამდე. აგრეთვე, მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 470 რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2003წ. 14 ივლისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ვ. ლ.-მ (მ.-მა) და ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს მომრიგებელმა მოსამართლე ი.პ.-მ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ.ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ქ.ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე-69–ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ლ.-სა (მ.-ის) და ქ.ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლის, ი.პ.-ის, შუამდგომლობები ქ.ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ქ.ეკატერინბურგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. მ.-ს დაეკისრა ვ. მ.-ის სასარგებლოდ 2003წ. 23 ივნისიდან ქალიშვილების (ბ., დაბადებული 1987წ. 24 აგვისტოს და ნ., დაბადებული 1991წ. 6 აპრილს) სარჩენად ალიმენტი თითოეულზე 1500 რუბლის ოდენობით, ქალიშვილების სრულწლოვანებამდე, აგრეთვე, მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 470 რუბლის გადახდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.