შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-2464-შ-81-05 8 სექტემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ტ.-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ...-ს საქალაქო სასამართლოს 1992წ. 20 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ი. ტ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
რუსეთის ფედერაციის ...-ს საქალაქო სასამართლოს 1992წ. 20 მარტის დადგენილებით ო. ტ.-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულეწლოვანი ვაჟიშვილის – ი. ტ.-ის სარჩენად, ყველა სახის შემოსავლის 1\4-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 რუბლისა, ყოველთვიურად 1992 წლის 16 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1992წ. 20 მარტს.
ი. ტ.-ის დედამ, ნ. ტ.-მ, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდესმ შემდეგ გარემოებათა გამო.
“სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათ აშესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციის 51-56-ე მუხლების, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე-69-ე მუხლების თანახმად არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის ...-ს საქალაქო სასამართლოს 1992წ. 20 მარტის დადგენილება.
პალატამ იხელმძღვანელა “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ტ.-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის ...-ს საქალაქო სამართლის 1992წ. 20 მარტის დადგენილება, რომლითაც ო. ტ.-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულეწლვოანი ვაჟიშვილის – ი. ტ.-ის სარჩენად, ყველა სახის შემოსავლის 1\4-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 რუბლისა, ყოველთვიურად 1992წ. 16 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე და დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს შუამდგომლობის ავტორს.