შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-2661-შ-91-04 12 დეკემებრი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ო. დ.-ს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მოქალაქე ა. ბ.-ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის განაჩენით ა. ბ.-ს დაეკისრა სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატის მონაწილეობისათვის გადასახდელი 129,40 რუბლის სახელწმიფოს სასარგებლოდ ანაზღაურება. რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ო. დ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოხსენებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. შუამდგომლობას ერთვის მხოლოდ მოცემულ საქმეზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინებით შუმადგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან ოცი დღის ვადა რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის განაჩენის დამოწმებული ასლის, აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ცნობის, ასევე, იმ ცნობის წარმოსადგენად, რომლითაც დასტურდება, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე (მოპასუხე) უწყების ჩაბარების გზით გაფრთხილებული იყო სასამართლოში გამოძახების თაობაზე. საკასაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება მხარეს ორჯერ გაეგზავნა და საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, მხარეს ჩაბარდა 2005წ. 2 ნოემბერს. სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები და წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგი გარემოებების გამო: დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის განაჩენით ა. ბ.-ს დაეკისრა სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატის მონაწილეობისათვის გადასახდელი 129,40 რუბლის სახელწმიფოს სასარგებლოდ ანაზღაურება. რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ო. დ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოხსენებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. შუამდგომლობას ერთვის მხოლოდ მოცემულ საქმეზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინებით შუმადგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან ოცი დღის ვადა რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის განაჩენის დამოწმებული ასლის, აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ცნობის, ასევე, იმ ცნობის წარმოსადგენად, რომლითაც დასტურდება, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე (მოპასუხე) უწყების ჩაბარების გზით გაფრთხილებული იყო სასამართლოში გამოძახების თაობაზე. საკასაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება მხარეს ორჯერ გაეგზავნა და საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, მხარეს ჩაბარდა 2005წ. 2 ნოემბერს. სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს. სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩემოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში შუმადგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც ხსენებული შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ო. დ.-ს შუამდგომლობა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.