შუამდგომლობა

სამოქალაქო 21.09.2005
საქმის ნომერი
ა-281-შ-34-05
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
21.09.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა-281-შ-34-05 21 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. გ.-ს შუამდგომლობა უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ი. გ.-ს სარჩელის გამო ი. გ.-ს მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. გ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. გ.-ს მიმართ, სადაც მიუთითა, რომ ი. გ.-სთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – 1988წ. 3 დეკემბერს დაბადებული დ. და 1994წ. 9 ოქტომბერს დაბადებული ა. ბავშვები იმყოფებიან მის (ი. გ.-ს) კმაყოფაზე. იმის გამო, რომ ი. გ.-ო ბავშვებს არანაირ დახმარებას არ უწევს, მოსარჩელემ მოითხოვა შვილების სარჩოდ ალიმენტის დაკისრება.

უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით ი. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ი. გ.-ს ი. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილების – დ-სა და ა-ს სარჩოდ, მისი ყოველგვარი შემოსავლის 1/3-ის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაეწყო 2001წ. 20 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, მაგრამ არანაკლებ მოქალაქეთა შემოსავლის დაუბეგრავი მინიმუმის 1/2-ის თითოეულ ბავშვზე. ი. გ.-ს, ასევე დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 58 რუბლის ოდენობით.

მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2001წ. 16 მაისს.

ი. გ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 21 თებერვლის განჩინებით ი. გ.-ს შუამდგომლობა უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში; შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს; მას განემარტა, რომ ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის წერილობითი გამოხატვის უფლება; შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვს, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

ი. გ.-ს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ზემოაღნიშნული დოკუმენტები, მაგრამ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მას რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მოუმართავს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. გ.-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით ი. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ი. გ.-ს ი. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილების – დ-სა და ა-ს სარჩოდ, მისი ყოველგვარი შემოსავლის 1/3-ის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაეწყო 2001წ. 20 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, მაგრამ არანაკლებ მოქალაქეთა შემოსავლის დაუბეგრავი მინიმუმის ½1/2-ისა თითოეულ ბავშვზე. ი. გ.-ს, ასევე დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 58 რუბლის ოდენობით.

მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2001წ. 16 მაისს.

ი. გ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისAშესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 მარტის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69–ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. გ.-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

უკრაინის ...-ის ოლქის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 მარტის გადაწყვეტილება რომლითაც, ი. გ.-ს ი. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილების – დ-სა და ანას სარჩოდ, მისი ყოველგვარი შემოსავლის 1/3-ის ოდენობით საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას. ალიმენტის გადახდა ი. გ.-ს დაეკისროს 2001წ. 20 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, მაგრამ არანაკლებ მოქალაქეთა შემოსავლის დაუბეგრავი მინიმუმის ½1/2-ისა თითოეულ ბავშვზე. ი. გ.-ს, ასევე დაეკისროს სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 58 რუბლის ოდენობით.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.