შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-2886-შ-93-04 30 დეკემბერი, 2004 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი,ნ. კვანტალიანი
პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოქალაქე ბ. ბ.-ის შუამდგომლობ ადა სასამართლოს დოკუმენტების მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ქ. ...-ის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მსჯავრდებულების ი.ქ.-ის, ნ.ტ.-ისა და გ.ჯ.-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ...-ის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის განაჩენით ს. გ.-ს, ნ. ტ.-ს, გ. ჯ.-ს, ი.ქ.-ს, ტ.შ.-ს, ზ.გ.-სა და ე.გ.-ს სოლიდარულად დაეკისრათ ბ.ბ.-ისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება 485000 აშშ დოლარის ოდენობით. განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში 2003წ. 16 აპრილს. დაზარალებულმა ბ. ბ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ქ. ...-ის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქართველოს მოქალაქეების, მსჯავრდებულების ი.ქ.-ის, ნ.ტ.-ისა დ.ჯ.-ის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 8 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბ. ბ.-ის შუამდგომლობა უნდ ადაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ. ...-ის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის განაჩენით ს.გ.-ს, ნ. ტ.-ს, გ.ჯ.-ს ი.ქ.-ს, ტ.შ.-ს, ზ.გ.-სა და ე.გ.-ს დაეკისრათ სოლიდარულად ბ.ბ.-ისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება 485000 აშშ დოლარის ოდენობდით.
აღნიშნული სასამართლოს განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში 2003წ. 16 აპრილს. პალატა თვლს, რომ «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის 68-ე-69-ე მუხლებისა და «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ», 1993წ. მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო დ აგაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ქ. ...-ის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის განაჩენის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის 68-ე-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ.ბ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ქ. ...-ის საბჭოთა რაიონული სასამართლოსმ 2003წ. 13 თებერვლის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც მსჯავრდებულებს ს. გ.-ს, ნ. ტ.-ს, გ. ჯ.-ს, ი.ქ.-ს, ტ.შ.-ს, ზ.გ.-ს და ე.გ.-ს დაეკისრათ სოლიდარულად ბ.ბ.-ისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება 485000 აშშ დოლარის ოდენობით, ცნობილ იქნეს საქარვთელოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საქართვეოს პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.