შუამდგომლობა

სამოქალაქო 09.11.2004
საქმის ნომერი
ა-2937-შ-94-04
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
09.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა-2937-შ-94-04 30 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. კობახიძე,რ. ნადირიანი

პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ა.-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული, ...-ის ოლქის სასამართლოს 1990წ. 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ა.-ი და ი. ს.-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში, 1986წ. 30 მაისს შეეძინათ შვილი – ა.

ვ. ა.-მა მიმართა სასამართლოს მოპასუხე ი. ს.-ის მიმართ და მოითხოვა შვილის სარჩოდ ალიმენტის დაკისრება.

ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული, ...-ის ოლქის სასამართლოს 1990წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ი. ს.-ეს ვ. ა.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სარჩოდ, მისი ყველა შემოსავლის 1/4 ¼ნაწილის ოდენობით, ყოველთვიურად შვილის სრულწლოვანებამდე. ასევე სახელმწიფოს სასარგებლოსდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 28 მანეთის და 34 კაპიკის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1990წ. 9 აპრილს. ვ. ა.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული, ...-ის ოლქის სასამართლოს 1990წ. 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 26 მარტის განჩინებით ვ. ა.-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე ი. ს.-ს. ი. ს.-ს არ მოუთხოვია საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. ა.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნო ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული ...-ის ოლქის სასამართლოს 1990წ. 29 მარტის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლოს შესახებ” კანონის 68-ე-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ა.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული, ...-ის ოლქის სასამართლოს 1990წ. 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

ი. ს.-ს ვ. ა.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სარჩოდ, მისი შემოსვლის 1/4-ის ოდენობით, ყოველთვიურად შვილის სრულწლოვანებამდე.

ი. ს.-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიო ბაჟის გადახდა 28 მანეთის და 34 კაპიკის ოდენობით.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.