დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 10.07.2006
საქმის ნომერი
ა-711-შ-41-06
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
10.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ა-711-შ-41-06 10 ივლისი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიას ქ.ვლადიკავკაზის მომრიგებელ მოსამართლეთა აპარატიდან შემოსული დოკუმენტების დასაშვებობის საკითხი ამავე სასამართლოს 2006წ. 1 მარტის სასამართლო ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შ. ხ-იანისათვისნ. ჩილინგრიანის სასარგებლოდ ალიმენტისდაკისრების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიას ქ.ვლადიკავკაზის მომრიგებელი სასამართლოს 2006წ. 1 მარტის სასამართლო ბრძანებით შ. ხ-იანს ნ. ჩ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა შვილის – ა-ს, დაბადებულის 2000წ. 13 ნოემბერს, სარჩენად ალიმენტის გადახდა მისიყოველგვარი შემოსავლისა და სხვა შემოსავლის 1/4-ის¼ ოდენობით, ყოველთვიურად, დაწყებული 2006წ. 28 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

შ. ხ-იანს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 286 რუბლის ოდენობით სახელმწიფოს სასარგებლოდ.

2006წ. 4 აპრილს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ქ.ვლადიკავკაზის მომრიგებელ მოსამართლეთა აპარატიდან შემოსულია დოკუმენტები ამავე სასამართლოს 2006წ. 1 მარტის სასამართლო ბრძანების სახელმწიფოს სასარგებლოდ ბაჟის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2006წ. 27 აპრილის განჩინებით რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ქ.ვლადიკავკაზის მომრიგებელ მოსამართლეთა აპარატიდან შემოსული დოკუმენტები მიიჩნია ხარვეზიანად და ამავე სასამართლოს აპარატის მდივანს ი.ტატევოსიანს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან ოცი დღის ვადაში ხარვეზის შევსება.

2006წ. 3 ივლისს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ქ.ვლადიკავკაზის მომრიგებელმა მოსამართლე ლ.ვ-ევამ წერილით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მათ მიერ წარმოდგენილი სასამართლო ბრძანების აღსრულების გარეშე დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მოცემულ საქმეზე მოპასუხე შ.ხ-იანიმუდმივ საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში.

«სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დავალების შესრულების შემდეგ დაწესებულება, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა, უბრუნებს დოკუმენტებს მომთხოვნ დაწესებულებას, იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი დახმარების გაწევა შეუძლებელია, იგი იმავდროულად აცნობებს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც აბრკოლებენ დავალების შესრულებას, და უბრუნებს დოკუმენტებს მომთხოვნ დაწესებულებას.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის 65-ე მუხლის თანახმად დოკუმენტების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი დახმარების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ქ.ვლადიკავკაზის მომრიგებელმა მოსამართლე ლ.ვ-ევამ უარი თქვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი სასამართლო ბრძანების აღსრულებაზე და მოითხოვა მისი (ბრძანების) დაბრუნება, რაც შეუძლებელს ხდის სამართლებრივი დახმარებისაღმოჩენას.

ასეთი გარემოების არსებობისას, საკასაციო პალატა თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ქ.ვლადიკავკაზის მომრიგებელი მოსამართლე ლ.ვ-ევას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და დაუბრუნდეს მას წარმოდგენილი სასამართლო ბრძანება.

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით, «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის 65-ე მუხლით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ქ.ვლადიკავკაზის მომრიგებელ მოსამართლე ლ.ვ-ევას დაუბრუნდეს წარმოდგენილისა სამართლო ბრძანება განხილვის გარეშე.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.