შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-952-შ-45-05 19 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ. ჯ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გერმანიის მოქალაქე ნ. ტ.-ს მიმართ განქორწინების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ტ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ბ. ჯ.-ის მიმართ განქორწინების თაობაზე. გერმანიის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ტ.-ა და ბ. ჯ.-ი განქორწინდნენ.
ბ. ჯ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 3 მაისის განჩინებით ბ. ჯ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბ. ჯ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ნ. ტ.-ა და ბ. ჯ.-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1996წ. 3 თებერვლიდან.
ნ. ტ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ უკვე სამი წელია ცხოვრობენ ცალცალკე და სურთ გაყრა. ბ. ჯ.-მ სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. გერმანიის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ტ.-ა და ბ. ჯ.-ი განქორწინდნენ.
ბექა ჯ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69–ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბექა ჯ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გერმანიის ...-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ტ.-ა და ბ. ჯ.-ი განქორწინდნენ, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.