დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 20.01.2009
საქმის ნომერი
ას-1002-1201-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1002-1201-08 20 იანვარი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ჭ-ძის (წარმომადგენელი დ. შ-ძე) საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ნ. ჭ-ძეს (წარმომადგენელი დ. შ-ძე) დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 390 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და დ. შ-ძის სახელზე გაცემული მინდობილობის ან თავად მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 177-178).

საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება კასატორ ნ. ჭ-ძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 9 დეკემბერს (ს.ფ. 180).

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ კასატორს _ ნ. ჭ-ძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 9 დეკემბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადის დინება დაიწყო 2008 წლის 10 დეკემბერს და დასრულდა 2008 წლის 16 დეკემბერს. კასატორ ნ. ჭ-ძეს ხარვეზი არ შეუვსია და დღემდე არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ჭ-ძის (წარმომადგენელი დ. შ-ძე) საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჭ-ძის (წარმომადგენელი დ. შ-ძე) საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.