საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.11.2015
საქმის ნომერი
2კ-297აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.11.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №297აპ-14 ქ. თბილისი

ხ-ა ე.- 297აპ-14. 27 ნოემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ხ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით ე. ხ-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

ე. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით, 120-ე მუხლით (1-ლი ეპიზოდი) - 1 წლით, 120-ე მუხლით (მე-2 ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 2.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ე. ხ-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ე. ხ-ას მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ე. ხ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 26 მაისიდან.

ნივთმტკიცება - დანა, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ე. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით - 1 წლით, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით, 120-ე მუხლით (1-ლი ეპიზოდი) - 1 წლით, 120-ე მუხლით (მე-2 ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 2.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ე. ხ-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ე. ხ-ას მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ე. ხ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 26 მაისიდან.

ნივთმტკიცება - დანა, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ე. ხ-ასათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 151-ე, 160-ე, 120-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. ხ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ზ. მეიშვილი