საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 14.12.2015
საქმის ნომერი
2კ-372აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.12.2015

გადაწყვეტილების ტექსტი

#372აპ-15 14 დეკემბერი,2015 წელი

ლ-ა ი 372აპ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ლ-ა და მისი ადვოკატის - ი. ა-ს განცხადებები, რომლებითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის განაჩენით ი. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. ლ-ს განესაზღვრა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ი. ლ-ა დააკავეს სხდომის დარბაზში. მას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 24 ნოემბრიდან იმავე წლის 2 დეკემბრამდე და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 27 მარტიდან.

მსჯავრდებულ ი. ლ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ი. ლ-ს (პ/ნ .....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე -ლ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, ზონა ლ-ი 27, სექტორი - გ-ი 08, კვარტალი - 47, ნაკვეთი - 145, საკადასტრო კოდი №.....) - 10 000 ლარის ღირებულების წილს.

მსჯავრდებულ ი. ლ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის განაჩენში მსჯავრდებულის საუარესოდ სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ: პროკურორ თ. ზ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ი. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. ლ-ს განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. ლ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 24 ნოემბრიდან იმავე წლის 2 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 27 მარტიდან.

მსჯავრდებულ ი. ლ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ი. ლ-ს (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე - ლ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ი, ზონა - ლ-ი 27, სექტორი - გ-ი 08, კვარტალი - 47, ნაკვეთი - 145, საკადასტრო კოდი №....) - 10 000 ლარის ღირებულების წილს.

მსჯავრდებულ ი. ლ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ი. ლ-ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. ლ-მ და მისმა ადვოკატმა ი. ა-მ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებებით მსჯავრდებული ი. ლ-ა და მისი ადვოკატი ი. ა-ე შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ი. ლ-ა და მისი ადვოკატის - ი. ა-ს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს და მათი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ლ-ა და მისი ადვოკატის - ი. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორთა მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე