დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1076-1246-08 2 თებერვალი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ბ-ძის წარმომადგენლების რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ზ. ჟ-ენტის სარჩელის გამო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და ი. ბ-ძის მიმართ თანამესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ი. ბ-ძის წარმომადგენლებს რ. ბ-ძესა და თ. ჭ-ძეს საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა. განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 116-117).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ი. ბ-ძესა და მის წარმომადგენლებს რ. ბ-ძესა და თ. ჭ-ძეს გაეგზავნათ 2008 წლის 15 დეკემბერს (ს.ფ. 118-119), რომელიც ი. ბ-ძეს პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 22 დეკემბერს, ხოლო მის წარმომადგენლებს რ. ბ-ძესა და თ. ჭ-ძეს 2008 წლის 20 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ს.ფ. 120-121).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ბ-ძის წარმომადგენლების რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ბ-ძის წარმომადგენლების რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.