საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.01.2016
საქმის ნომერი
2კ-413აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.01.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №413აპ-15 თბილისი

კ-ი ლ., 413აპ-15 20 იანვარი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, მაია ვაჩაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ნ-ის; მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს-ის; მსჯავრდებულ ნ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს-ის; მსჯავრდებულ შ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ნ-ის; მსჯავრდებულ გ. უ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. კ-ასა და ე. ო-ის; მსჯავრდებულ ს. დ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. მ-ისა და ზვიად დ-ას; მსჯავრდებულ თ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ჩ-ის, გ. მ-ისა და ო. გ-ის; დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დავით ლეპერტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:

· ლ. კ-ი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

· ლ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა (5 წლით თ/აღკვეთა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ლ. კ-ს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენებით, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ლ. კ-ს განესაზღვრა - 14 წლით, 2 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან.

· ნ. ბ-ე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

· ნ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა (5 წლით თ/აღკვეთა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ბ-ეს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენითა და 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წლით, 4 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ბ-ეს განესაზღვრა - 20 წლით, 4 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან.

· შ. ს-ე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-8 ნაწილითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

· შ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 1000 ლარი, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა (5 წლით თ/აღკვეთა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი, სრულად დაემატა ჯარიმა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შ. ს-ეს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განაჩენითა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შ. ს-ეს განესაზღვრა - 14 წლით, 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან. მასვე დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· გ. უ-ი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-8 ნაწილითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

· გ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 1000 ლარი, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა (5 წლით თ/აღკვეთა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი, სრულად დაემატა ჯარიმა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ. უ-ს განესაზღვრა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 ივნისის განაჩენითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირობით ჩათვლილი 2 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ. უ-ს განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 14 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით - 2 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 15 მაისიდან იმავე წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. მასვე დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· ს. დ-ი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-8 ნაწილითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

· ს. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 1000 ლარი, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა (5 წლით თ/აღკვეთა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი, სრულად დაემატა ჯარიმა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ს. დ-ს განესაზღვრა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 4 ივლისიდან იმავე წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. მასვე დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· თ. გ-ე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-8 ნაწილითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

· თ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 1000 ლარი, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა (5 წლით თ/აღკვეთა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი, სრულად დაემატა ჯარიმა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით თ.გ-ეს განესაზღვრა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენითა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 1 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით თ. გ-ეს განესაზღვრა 15 წლით, 1 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან. მასვე დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით შეიცვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენი, კერძოდ:

· ლ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

· ლ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა (3 წლით თ/აღკვეთა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ლ. კ-ს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენებით, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ლ. კ-ს განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან.

· ნ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

· ნ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა (3 წლით თ/აღკვეთა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ბ-ეს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენითა და 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ბ-ეს განესაზღვრა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან.

· შ. ს-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-8 ნაწილითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

· შ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 1000 ლარი, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა (2 წლით თ/აღკვეთა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი, სრულად დაემატა ჯარიმა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შ. ს-ეს განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განაჩენითა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შ. ს-ეს განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან. მასვე დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· გ. უ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-8 ნაწილითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

· გ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 1000 ლარი, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა (2 წლით თ/აღკვეთა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი, სრულად დაემატა ჯარიმა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ. უ-ს განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 ივნისის განაჩენითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირობით ჩათვლილი 2 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ. უ-ს განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 15 მაისიდან იმავე წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. მასვე დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· ს. დ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-8 ნაწილითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

· ს. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 1000 ლარი, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა (1 წლით თ/აღკვეთა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი, სრულად დაემატა ჯარიმა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ს. დ-ს განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან. მასვე დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· თ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-8 ნაწილითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

· თ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 1000 ლარი, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა (6 თვით თ/აღკვეთა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი, სრულად დაემატა ჯარიმა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით თ. გ-ეს განესაზღვრა - 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის, 2011 წლის 15 მარტის განაჩენებითა და 2011 წლის 7 ნოემბრის, 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 1 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით თ. გ-ეს განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან. მასვე დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა ლ. კ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. ნ-ემ; მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - დ. ს-მ; მსჯავრდებულ ნ. ბ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - დ. ს-ემ; მსჯავრდებულმა შ. ს-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. ნ-ემ; მსჯავრდებულმა გ. უ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ. კ-ამ და ე. ო-ემ; მსჯავრდებულმა ს. დ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ. მ-მა და ზ. დ-ამ; მსჯავრდებულმა თ.გ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ჩ-მა, გ. მ-მა და ო. გ-ემ და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა - დავით ლეპერტმა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

6. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

7. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

8. მსჯავრდებულების - ლ. კ-ისა და ნ. ბ-ის მიმართ შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს, ხოლო მსჯავრდებულების - შ. ს-ის, გ. უ-ის, ს. დ-ისა და თ. გ-ის მიმართ შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

9. ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ნ-ის; მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს-ის; მსჯავრდებულ ნ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს-ის; მსჯავრდებულ შ.ა ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ნ-ის; მსჯავრდებულ გ.უ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. კ-სა და ე. ო-ის; მსჯავრდებულ ს. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. მ-სა და ზ. დ-ას; მსჯავრდებულ თ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ჩ-ის, გ. მ-ისა და ო.გ-ის; დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დავით ლეპერტის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. მეიშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

მ. ვაჩაძე