დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 06.04.2009
საქმის ნომერი
ას-137-467-09
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-137-467-09 6 აპრილი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლეM თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მეცხოველეობის სახელმწიფო ჯიშსაშენი საწარმო «კახაბერის» დირექტორ ლ. ჩ-ანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე, ს. კ-ძის, ე. დ-ძის, გ. კ-ძისა და მ. ც-ძის სარჩელის გამო ხელვაჩაურის რაიონის მეცხოველეობის ჯიშსაშენ საწარმო «კ.» და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 20 თებერვბლის განჩინებით მეცხოველეობის სახელმწიფო ჯიშსაშენი საწარმო «კ.» დირექტორ ლ. ჩ-ანს საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 736.25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 300-301).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორს გაეგზავნა 2009 წლის 23 თებერვალს (ს.ფ. 302). განჩინების ასლი მას პირადად ჩაჰბარდათ 2009 წლის 27 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ს.ფ. 303).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეცხოველეობის სახელმწიფო ჯიშსაშენი საწარმო «კ.» დირექტორ ლ. ჩ-ანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მეცხოველეობის სახელმწიფო ჯიშსაშენი საწარმო «კ.» დირექტორ ლ. ჩ-ანის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.