დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 26.03.2007
საქმის ნომერი
ას-147-489-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-147-489-07 26 თებერვალი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლეM მიხეილ გოგიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ მ. გ-ის სარჩელის გამო მოპასუხე .. .. .. მიმართ სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი ხარვეზიანია შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საკასაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს 300 ლარს. ამავე კოდექსის 46-49-ე მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადადების ან შემცირების საფუძვლები განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კასატორს უნდა მიეცეს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღიანი ვადა 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით, 284-ე, 396-ე მუხლებით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-ს დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინოს მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (საქართველოს ეროვნული ბანკის კოდი _ ¹220101107, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300033078, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშზე 300 (სამასი) ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი.

თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველად დარჩება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს კასატორს.