გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 23.07.2007
საქმის ნომერი
ას-359-711-07
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-359-711-07 23 ივლისი,2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალ.ნი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ-ი (მოპასუხ)

დავის საგანი _ საერთო სარგებლობის გზის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-მა 2006 წლის აპრილში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. მ-ს მიმართ და მოითხოვა გორის რაიონის სოფელ ... მისი მიწის ნაკვეთის წინ მდებარე საერთო სარგებლობის გზის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის აღკვეთა.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ე. მ-ს დაევალა საერთო სარგებლობის გზის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა მიწის სარეგისტრაციო მოწმობაში და გეგმა-ნახაზში მითითებული ზომების მიხედვით.

გ. კ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და თავისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით მ. კ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია მ. კ-ის მიერ, ხოლო მოცემული საქმის მხარეებს წარმოადგენენ გ. კ-ი და ე. მ-ი, გადაწყვეტილება გამოტანილია გ. კ-ის წინააღმდეგ, მაგრამ მის ნაცვლად სააპელაციო საჩივარი შეიტანა მურთაზ კ-მა, რომელიც არ წარმოადგენს არც მხარეს და არც მესამე პირს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერაა შეტანილი, იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

გ. კ-მა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და თავისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. მისი კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარი მის მიერ იქნა შეტანილი, მაგრამ სააპელაციო საჩივრის ბეჭდვის დროს დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა და გ.კ-ის ნაცვლად მითითებული იქნა მ. კ-ი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია მის მიერ ე.ი. გ. კ-ის მიერ; თვით სააპელაციო საჩივრის შინაარსიც მიუთითებს იმაზე, რომ იგი შეტანილია არა ვინმე მ-ის, არამედ გ. კ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, გ. კ-ს კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინება და საქმე გ. კ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა გ. კ-ის მიერ. მართალ. ს.ფ. 82-ზე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ამ საჩივრის შემტან პირად მ. კ-ი. მითითებული, მაგრამ საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს სააპელაციო საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერაა შეტანილი და იგი არ ეკუთვნის გ. კ-ს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს.ფ. 82-85-ზე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ იგი შეტანილია მოსარჩელე გ. კ-ის მიერ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. კ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას არასწორად ჩათვალა, რომ იგი შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. კ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინება და გ. კ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.