უარი ეთქვა

სამოქალაქო 03.08.2007
საქმის ნომერი
ა-567-ა-27-07
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
03.08.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-567-ა-27-07 3 აგვისტო, 2007 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – სააქციო საზოგადოება “ .. ..”

წარმომადგენელი - ე. პ-ე

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 21 ოქტომბერს ი. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სს “ .. ..ს”, აჭარის ა.რ. .... სამინისტროსა და აჭარის ა.რ. ... მიმართ და მოითხოვა მათზე ძირითადი თანხის 63 983 ლარის, სასამართლო ბაჟის 1859 ლარის, საბანკო პროცენტის 5765 ლარის და საადვოკატო მომსახურეობისათვის გაწეული თანხების 10%-ის დაკისრება.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მასა და სს “ .. ..ს” შორის 2004 წლის 4 მარტს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება აჭარის ა.რ. პ...ის შენობის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად, რომლის საფუძველს წარმოადგენდა აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ¹... წერილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას აჭარის ა.რ. ... სამინისტრო ამორიცხული იქნა მოპასუხეთა სიიდან და საქმეში დატოვებული იქნა მესამე პირად, ხოლო აჭარის ა.რ. ... შუამდგომლობით კი თანამოპასუხედ საქმეში ჩართული იქნა აჭარის ა.რ. ... .

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს სს “ .. ..ს”, აჭარის ა.რ. ... და აჭარის ა.რ. ... საბჭოს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება 63 983 ლარი და საადვოკატო მომსახურების ღირებულება 4%-ის ოდენობით – 2559, 32 ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს “ .. ..მა”, აჭარის ა.რ. ... და აჭარის ა.რ. ... საბჭომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სს “ .. ..ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აჭარის ა.რ. ... საბჭოსა და აჭარის ა.რ. ... სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა მთლიანად. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სს “ .. ..ს”, აჭარის ა.რ ... საბჭოსა და აჭარის ა.რ. ... სოლიდარულად, მოსარჩელე ი. ბ-ს სასარგებლოდ შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების 63 983 ლარისა და საადვოკატო ხარჯების 2559 ლარის და 32 თეთრის დაკისრების ნაწილში. ი. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა მოპასუხე სს “ .. ..ს” ი. ბ-ს სასარგებლოდ შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების 63 983 ლარისა და საადვოკატო ხარჯების 2559 ლარის და 32 თეთრის გადახდა. ი. ბ-ს სარჩელი აჭარის ა.რ. ... საბჭოსა და აჭარის ა.რ. ...სათვის შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების 63 983 ლარისა და საადვოკატო ხარჯების 2559 ლარის და 32 თეთრის სოლიდარულად დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სააქციო საზოგადოება “ .. ..ს” წარმომადგენელმა ე. პ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის – 3327,116 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ადვოკატის ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოსადგენად. 2006 წლის 9 ნოემბერს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო სს “ .. ..ს” მიერ გაცემული ცნობა, რომ მის ანგარიშზე დარიცხულია 1210,27 ლარი, ასევე ადვოკატის ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამავე სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სს “ .. ..ს” წარმომადგენელ ე. პ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 3327,116 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. 2006 წლის 13 დეკემბერს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 იანვრის განჩინებით სს “ .. ..ს” წარმომადგენელ ე. პ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის –500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა გადაევადა საქმის საბოლოო განხილვამდე. Aაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ე. პ-ს ჩაბარდა 2007 წლის 9 იანვარს (ს.ფ.212), ხოლო სს “ .. ..ს” ჩაბარდა 2007 წლის 10 იანვარს (ს.ფ. 213). შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ორივე შემთხვევაში ამოიწურა მიმდინარე წლის 15 იანვარს. ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა ხარვეზი შევსებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით სს “ .. ..ს” წარმომადგენლის ე. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

2007 წლის 27 მარტს სააქციო საზოგადოება “ .. ..ს” წარმომადგენელმა ე. პ-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. ე. პ-ის განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში მითითებულ ვადაში მათ მიერ შევსებული იყო ხარვეზი, კერძოდ 2007 წლის 12 იანვარს ჩარიცხული იყო ანგარიშზე 500 ლარი და ვინაიდან 13-14 იანვარი იყო დასვენების დღე, მათ მიერ კანონით დადგენილი წესით იყო 15 იანვარს საქართველოს ფოსტაზე ჩაბარებული მათი განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო სააქციო საზოგადოება “ .. ..ს” წარმომადგენლის ე. პ-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადების წანამძღვრები.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება განმცხადებელ სააქციო საზოგადოება “ .. ..ს” წარმომადგენლის ე. პ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსეს ხარვეზი, კერძოდ, 2007 წლის 15 იანვარს მათ მიერ შპს საქართველოს ფოსტის ბათუმის ფილიალში შეტანილი იქნა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომელსაც თანდართული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის დამადასტურებელი ქვითარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადამოწმებული იქნა აღნიშნული ინფორმაცია, კერძოდ საკასაციო პალატამ მიმართა შპს “საქართველოს ფოსტას” და პასუხად გაირკვა, რომ სს ” .. ..ს” მიერ წერილი შეტანილი იქნა “აჭარის ფოსტაში” 2007 წლის 16 იანვარს და გამოიგზავნა დანიშნულებისამებრ 2007 წლის 17 იანვარს ანუ ერთი დღის დაგვიანებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააქციო საზოგადოება “ .. ..ს” წარმომადგენელმა ე. პ-მ ვერ დაადასტურა, რომ მათ სასამართლოს მიერ მოცემულ ვადაში შეავსეს ხარვეზი, ხოლო განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სააქციო საზოგადოება “ .. ..ს” წარმომადგენლის ე. პ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.