საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700055830
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№142აპ-18 ქ. თბილისი
გ. მ. 142აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:
მ. გ. - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „4-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ-ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „ფ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „მ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ვ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „მ-ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „ო-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ-ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ქ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „ი-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ-ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ვ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მ--ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მ-ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „4-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ი-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ე-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ქ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ-ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
მ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა; იგი სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 სექტემბრიდან.
ყ. ა-ი, - დაბადებული …., - (დაუსწრებლად) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ტ-ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ვ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს ფ-ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „4-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ი-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ე-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ქ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ყ. ა-ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
ყ. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა; ყ. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ მ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო ყ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ყ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ტ-ს“ ეპიზოდი) - ჯარიმა 8000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ვ-ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 8000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მ-ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 8000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ-ს“ ეპიზოდი) - ჯარიმა 8000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „4--------ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 8000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ი-ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 8000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ე-ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 8000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ-ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 8000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ქ-ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 8000 ლარი;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან დანიშნულმა ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ყ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 8000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ყ. ა-ს პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით (2017 წლის 20 სექტემბრიდან 2018 წლის 12 თებერვლის ჩათვლით), შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 3000 ლარი; ყ. ა. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. გ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 10 ივნისს ლ. ა-ას პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „4-ის“ ინტერნეტსაიტზე - „V…“ რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა ხსენებული კომპანიის - 250 ლარს, რითაც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
მ. გ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 10 ივნისს ლ. ა-ას პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ტ-ს“ ინტერნეტსაიტზე - „M…“ რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა ზემოხსენებული კომპანიის თანხას - 750 ლარი, რითაც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
მ. გ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 10 ივნისს ლ. ა-ას პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით სასეხსო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ფ-ის“ ინტერნეტსაიტზე - „M…“ რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა ზემოხსენებული კომპანიის 300 ლარს, რითაც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
მ. გ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსასინანსო ორგანიზაციის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 10 ივნისს ლ. ა-ას პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ფ-ის“ ინტერნეტსაიტზე - „i“ რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა ზემოხსენებული კომპანიის თანხას - 100 ლარს.
მ. გ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 10 ივნისს ლ. ა-ას პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მ-ის“ ინტერნეტსაიტზე - „M…“ რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა ზემოხსენებული კომპანიის თანხას - 250 ლარს, რითაც მას მნიშვენლოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
მ. გ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 10 ივნისს ლ. ა-ას პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ვ-ის“ ინტერნეტსაიტზე - „W…“ რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა ხსენებული კომპანიის თანხას - 250 ლარს, რითაც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
მ. გ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 10 ივნისს ლ. ა-ას პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მ-ს“ ინტერნეტსაიტზე - „M…“ რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა ხსენებული კომპანიის - 150 ლარს, რითაც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
მ. გ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 10 ივნისს ლ. ა-ას პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ო-ის“ ინტერნეტსაიტზე - „O….“ რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა ზემოხსენებული კომპანიის თანხას - 150 ლარს, რითაც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
მ. გ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 10 ივნისს ლ. ა-ას პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ტ-ს“ ინტერნეტსაიტზე - „N…“ რის შედეგადაც მოტყუებით დაევფლა ზემოხსენებული კომპანიის თანხას - 200 ლარს, რითაც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
მ. გ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 10 ივნისს ლ. ა-ას პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად ინტერნეტის გამოყენებით სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „კ…ის“ ინტერნეტსაიტზე - „C….“ რის შედეგადაც მოტყუებით დაევფლა ზემოხსენებული კომპანიის თანხას - 200 ლარს, რითაც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
მ. გ-მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 10 ივნისს ლ. ა-ას პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ი-ის“ ინტერნეტსაიტზე - „M…,“ რის შედეგადაც მოტყუებით დაევფლა ზემოხსენებული კომპანიის თანხას - 150 ლარს, რითაც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
მ. გ-მა ყ. ა-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისს, ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით მ. გ. წინასწარი შეთანხმებით ყ. ა-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ტ-ს“ კუთვნილ თანხას - 1000 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მ. გ-მა ყ. ა-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისს ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით მ. გ. წინასწარი შეთანხმებით ვ. ა-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ვ…ის“ კუთვნილ თანხას - 250 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მ. გ-მა ყ. ა-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისიდან – 9 ივნისამდე დროის პერიოდში, ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით მ. გ. წინასწარი შეთანხმებით ვ. ა-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „მ…ის“ კუთვნილ თანხას - 400 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მ. გ-მა ყ. ა-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისს, ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით მ. გ. წინასწარი შეთანხმებით ვ. ა-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „მ-ს“ კუთვნილ თანხას - 300 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მ. გ-მა ყ. ა-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისიდან – 9 ივნისამდე დროის პერიოდში, ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით მ. გ. წინასწარი შეთანხმებით ყ. ა-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ფ-ის“ კუთვნილ თანხას - 450 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მ. გ-მა ყ. ა-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისიდან – 23 ივნისამდე დროის პერიოდში, ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით მ. გ. წინასწარი შეთანხმებით ვ. ა-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „4-ის“ კუთვნილ თანხას ჯამში - 650 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მ. გ-მა ყ. ა-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისიდან – 6 ივნისამდე დროის პერიოდში, ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით მ. გ. წინასწარი შეთანხმებით ვ. ა-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ი-ის“ კუთვნილ თანხას - 250 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მ. გ-მა ყ. ა-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 6 ივნისს ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით მ. გ. წინასწარი შეთანხმებით ვ. ა-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ე..ს“ კუთვნილ თანხას - 200 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მ. გ-მა ყ. ა-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით 2016 წლის 23 მაისს ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით მ. გ. წინასწარი შეთანხმებით ყ. ა-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ფ-ის“ კუთვნილ თანხას - 500 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მ. გ-მა ყ. ა-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისს ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით მ. გ. წინასწარი შეთანხმებით ვ. ა-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ქ-ის“ კუთვნილ თანხას - 200 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ყ. ა-მა მ. გ-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისს ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით ყ. ა. წინასწარი შეთანხმებით მ. გ-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ტ-ს“ კუთვნილ თანხას - 1000 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ყ. ა-მა მ. გ-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისს ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით ყ. ა. წინასწარი შეთანხმებით მ. გ-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ვ-ის“ კუთვნილ თანხას - 250 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ყ. ა-მა მ. გ-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისიდან 9 ივნისამდე დროის პერიოდში, ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით ყ. ა-ი წინასწარი შეთანხმებით მ. გ-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „მ-ის“ კუთვნილ თანხას - 400 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ყ. ა-მა მ. გ-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისს ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით ყ. ა. წინასწარი შეთანხმებით მ. გ-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „მ-ს“ კუთვნილ თანხას 300 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ყ. ა-მა მ. გ-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისიდან – 9 ივნისამდე დროის პერიოდში, ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით ყ. ა. წინასწარი შეთანხმებით მ. გ-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ფ-ის“ კუთვნილ თანხას - 450 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ყ. ა-მა მ. გ-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისიდან 23 ივნისამდე დროის პერიოდში, ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით ყ. ა. წინასწარი შეთანხმებით მ. გ-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „4-ის“ კუთვნილ თანხას - 650 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ყ. ა-მა მ. გ-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისიდან – 6 ივნისამდე დროის პერიოდში, ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით ყ. ა. წინასწარი შეთანხმებით მ. გ-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ი-ის“ კუთვნილ თანხას - 250 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ყ. ა-მა მ. გ-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 6 ივნისს ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით ყ. ა. წინასწარი შეთანხმებით მ. გ-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ე..ის“ კუთვნილ თანხას - 200 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ყ. ა-მა მ. გ-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისს ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით ყ. ა. წინასწარი შეთანხმებით მ. გ-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ფ..ის“ კუთვნილ თანხას - 500 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ყ. ა-მა მ. გ-თან ერთად განიზრახა, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 23 მაისს ლ. ა-ის პირადი და საბანკო ანგარიშის მონაცემებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის გამოყენებით ყ. ა. წინასწარი შეთანხმებით მ. გ-თან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ქ-ის“ კუთვნილ თანხას - 200 ლარს, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის - 2000 ლარის განსაზღვრასა და მ. გ-ს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლებას. კასატორის მითითებით, მ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული არის არაძალადობრივი ხასიათის; იგი ნასამართლობის არმქონეა; ჰყავს მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან; მ. გ–მა ითანამშრომლა გამოძიებასთან; მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები; დაზარალებულებს პრეტენზიით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. დაცვის მხარის მითითებას დანიშნული სასჯელის ჯარიმით შეცვლის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო დაცვის მხარის მიერ მითითებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება) და ამავე დროს გადაწყვეტილებაში მართებულად მიუთითა, რომ მ. გ-ს მსჯავრი დაედო ერთი და იმავე კატეგორიის დანაშაულის, კერძოდ, თაღლითობის 21 ეპიზოდის ჩადენაში, ხოლო მიყენებული ზიანი დაზარალებულისათვის არ აუნაზღაურებია. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე