საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
2კ-136აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002416511

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №136აპ-19 ქ. თბილისი

ბ-ე გ 136აპ-19 1 აგვისტო, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ-ს, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის, მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ბ-ა და ი. ა-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 სექტემბრის განაჩენით გ. ბ-ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 12 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 3 იანვრიდან იმავე წლის 5 იანვრის ჩათვლით.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 14:40 საათზე, ქ.ქ-ი, ალ.ხ-ს ქ.№...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ბ-მ ყოფილ მეუღლეს - მ. გ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - ს. ბ-ა და მ. გ-ს არასრულწლოვანი დის - ე. გ-ს თანდასწრებით, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც მ. გ-ი მიენარცხა კედელს და წაიქცა. გ. ბ-მ განაგრძო მ. გ-ს ცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

2018 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 14:40 საათზე, ქ.ქ-ი, ალ. ხ-ს ქ.№....-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ბ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. გ-ს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში, რის გამოც დ. გ-ი წაიქცა. ცემისა და ძალადობის შედეგად დ. გ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებული გ. ბ-ე და მისი ადვოკატები საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გ. ბ-ს გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია.

5. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ქეთევან უზნაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს ამომწურავად აქვს ნამსჯელი დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს და მიაჩნია, რომ დაზარალებულების - მ. გ-ა და დ. გ-ს, მოწმეების - ე. გ-ს, ი. კ-ს, თ. დ-ლ-გ-ს ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის №...., №...., №.... დასკვნებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ბ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

9. პალატა სრულად იზიარებს ასევე გასაჩივრებული განაჩენის მოტივებს სასჯელთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ პროკურორის მოთხოვნა გ. ბ-ს განსაზღვრული სასჯელის გამკაცრების შესახებ დაუსაბუთებელია.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ბ-ს, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის, მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ბ-ა და ი. ა-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე