საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.07.2020
საქმის ნომერი
2კ-200აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002740123

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№200აპ-20 ქ. თბილისი

ბ. რ., 200აპ-20 29 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბგაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმათბილისისსააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრისგანაჩენზემსჯავრდებულ რ. ბ-სა და ადვოკატ რ. ჭ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრისგანაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრესმსჯავრდებულმა რ. ბ-მ და მისმა ადვოკატმა რ. ჭ-მ.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორები ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე მნიშვნელოვანი დარღვევებით განიხილა; რ. ბ-ს ბრალეულობა არ დადასტურებულა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებებით და მისი მსჯავრდება დაფუძნებულია ირიბ ჩვენებებზე, რომლებიც სასამართლომ უტყუარ მტკიცებულებებად მიიჩნია; ცალსახად არ დადგენილა რ. ბ-ს ქმედების მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგთან - ი. ნ-ს სიცოცხლის მოსპობასთან.

3. ბრალდები სშესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ბლუიშვილს ბრალი დაედოსისტემატურ ცემასა ან სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ესე იგი სხეულის დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის აგვისტოს დასაწყისიდან 16 აგვისტომდე პერიოდში, ქ. თ-ში შეხვედრებისას, რ. ბ. ხშირად საყვედურობდა ი. ნ-ს პოლიციაში საჩივრის შეტანის გამო, სისტემატურდ აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ სახეზე სამართებლით მიაყენებდა დაზიანებებს და მოკლავდა. ამავე პერიოდში რ. ბ-მ ხელებითა და ფეხებით სამჯერ სცემა ი. ნ-ს. რ. ბ-ს მხრიდან სისტემატური ძალადობის შედეგად ი. ნ. განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.

- 2018 წლის 10 სექტემბერს ... მიმდებარე მინდორში, ურთიერთ შელაპარაკებისას, რ. ბ-მ მკვრივი, ბლაგვი საგნის გამოყენებით ი. ნ-ს მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანებებიტანისა და სახის არეში და მძიმე დაზიანება – ქალა ღრუში სისხლჩაქცევის სახით. ი. ნ. 2018 წლის 16 სექტემბერს ქ. თ-ში, შპს „...“, ქალას ღრუში სისხლჩაქცევის შედეგად თავის ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა.

4. რ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

5. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით რ. ბ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 11 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდგანესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ რ. ბ-მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ჯანმრთელობის ჯანზრახ მძიმე დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

6. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისისგანაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. ბ-მ და ადვოკატმა რ. ჭ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრისგანაჩენითთელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9.საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილითგათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ლ. ბ-ს, მ. ბ-ს, ა. ბ-ს, თ. ბ-ს, გ. ბ-ს, ნ. დ-ს, ლ. ხ-ს, ლ. ს-ს, გ. კ-ს ჩვენებებით, ი. ნ-ს გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა დასაქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საფუძველს მოკლებულია ასევე კასატორის მტკიცება, რომ თითქოსდა ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი რ. ბ-ს ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ი. ნ-ს სიცოცხლის მოსპობას შორის, ვინაიდან დადასტურებულია, რომ დაზარალებულის სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ტვინის შეშუპება, განვითარებული ქალას ღრუში სისხლჩაქცევის შედეგად, რაც, თავის მხრივ, შედეგია მისი სხეულის ბლაგვი ტრავმისა.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12.საქართველოსსსსკ-ის 303-ემუხლისმე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დაადგინა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ბ-ს და ადვოკატ რ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი