საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 08.06.2020
საქმის ნომერი
2კ-393აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.06.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #150100118002513570

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციოსაჩივრისდასაშვებობის

შემოწმებისშესახებ

საქმე №393აპ-20 ქ. თბილისი

ჰ–ი შ., 393აპ-20 8 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ჰ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. თ–სა და კ. ვ–ის განცხადებები, რომლითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ შ. ჰ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. თ–სა და კ. ვ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის განაჩენით შ. ჰ–ი, - დაბადებული ...... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 7 მაისიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, შ. ჰ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ....., რომელიც განთავსებულია საბაჟო-გამშვები პუნქტის „.......“ ავტოსადგომზე და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი.

2. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულ შ. ჰ–თვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე - სასჯელის შემსუბუქებას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

შ. ჰ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 7 მაისიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, შ. ჰ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ......, რომელიც განთავსებულია საბაჟო-გამშვები პუნქტის „......“ ავტოსადგომზე და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ შ. ჰ–ის ინტერესების დამცველმაადვოკატებმა - ი. თ–მ და კ. ვ–მა. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და შ. ჰ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მსჯავრდებულმა შ. ჰ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. თ–მ და კ. ვ–მა წარმოადგინეს განცხადებები, რომლითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენზე.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. შესაბამისად, მსჯავრდებულ შ. ჰ–ისა და მისი ინტერესების დამცველიადვოკატების - ი. თ–სა და კ. ვ–ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს განხილული. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

7. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. ჰ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. თ–სა და კ. ვ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორების მიერ საჩივრების უკან გათხოვნის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე