განჩინება შეიცვალა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №27I -21 თბილისი
გ–ი ა., 27I -21 18 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ–ის ადვოკატ გ. ნ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. გ–ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენით:
· ა. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში;
· ა. გ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით და 58-ე მუხლის გათვალისწინებით, მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· ა. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. გ–ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. გ–ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 13 აგვისტოდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2.2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ა. გ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:
· ა. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;
· ა. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი;
· ა. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა. გ–ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მისთვის შეფარდებული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა - 2000 ლარი და საბოლოოდ ა. გ–ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. ა. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით) და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით ა. გ–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დადგენილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ–ის ადვოკატმა გ. ნ–მ, რომელიც ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბოლო - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით ა. გ–ისათვის შეფარდებული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განახევრებას იმ საფუძვლით, რომ იგი ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენამდე ნასამართლევი იყო მხოლოდ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც აღნიშნულ მსჯავრდებასთან მიმართებით სასამართლოს უარი არ უნდა ეთქვა ა. გ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. გ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი მართებულად გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატის მოთხოვნას, ა. გ–ისათვის ბოლო - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განახევრების შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს სასჯელი შეიძლება გაუნახევრდეს ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ შორის იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი დანაშაულის ჩადენისას ა. გ–ი წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით ნასამართლევი იყო როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - სწორედ ამ დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული სასჯელი შეუმცირა ¼-ით თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ–ს.
4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით ა. გ–ის მსჯავრდებასთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
5. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. გ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებული ძირითადი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა. გ–ის ადვოკატ გ. ნ–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. გ–ის ადვოკატ გ. ნ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
2.1. მსჯავრდებულ ა. გ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებული ძირითადი სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ა. გ–ისათვის განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ დადგენილი 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩეს უცვლელად;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე